https://sputnik-georgia.com/20220317/5-ivlisis-saqme-sasamartlom-pirveli-gamamtyunebeli-ganaceni-gamoitana-265304254.html
5 ივლისის საქმე: სასამართლომ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
5 ივლისის საქმე: სასამართლომ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა.
2022-03-17T20:18+0400
2022-03-17T20:18+0400
2022-03-17T21:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_0:214:2048:1366_1920x0_80_0_0_97b76421de82f4956888053c8d063a39.jpg
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ყავლაშვილი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.ყავლაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.ინციდენტი 2021 წლის 6 ივლისს მოხდა – ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობიდან მეორე დღეს, თბილისში ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მიერ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის საწინააღმდეგო კონტრაქციაზე.5 ივლისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა თბილისში ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ძალადობის ფაქტზე 27 ადამიანი დააკავეს.პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე ყავლაშვილმა სატელევიზიო კომპანია „პალიტრანიუსის“ ვიდეოოპერატორი ბექა მშვილდაძე მიიჩნია ლგბტ თემის მხარდამჭერად და ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით და ძალადობით დევნა განახორციელა და შეეცადა დაზარალებულისთვის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლას, მათ შორის იმ მიზნით, რომ მშვილდაძეს არ განეხორციელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება.სამართალდამცველებმა ყავლაშვილი 6 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.სასამართლომ დღეს საქმეზე შესაბამისი დადგენილება გამოიტანა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251991213_205:0:2026:1366_1920x0_80_0_0_d84d6ba479e8d5c02e47f35273fe88fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
5 ივლისი საქმე სასამართლო განაჩენი
5 ივლისი საქმე სასამართლო განაჩენი
5 ივლისის საქმე: სასამართლომ პირველი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
20:18 17.03.2022 (განახლებულია: 21:54 17.03.2022) თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს 2 წლით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისი, 17 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და დევნის ფაქტზე დაკავებული ირაკლი ყავლაშვილი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ყავლაშვილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ეს პირველი გამატყუნებელი განაჩენია, რომელიც სასამართლომ 5-6 ივლისის მოვლენების ფიგურანტების წინააღმდეგ გამოიტანა.
ინციდენტი 2021 წლის 6 ივლისს მოხდა – ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობიდან მეორე დღეს, თბილისში ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მიერ 5 ივლისს განხორციელებული ძალადობის საწინააღმდეგო კონტრაქციაზე.
5 ივლისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა თბილისში ჟურნალისტებზე ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს, სასტიკად გაუსწორდნენ მათ. დაშავდა მასმედიის 53 წარმომადგენელი – ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფები. ძალადობის ფაქტზე 27 ადამიანი დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 6 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად მოწინააღმდეგე ჯგუფის მიერ მიმდინარე აქციაზე ყავლაშვილმა სატელევიზიო კომპანია „პალიტრანიუსის“ ვიდეოოპერატორი ბექა მშვილდაძე მიიჩნია ლგბტ თემის მხარდამჭერად და ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით და ძალადობით დევნა განახორციელა და შეეცადა დაზარალებულისთვის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლას, მათ შორის იმ მიზნით, რომ მშვილდაძეს არ განეხორციელებინა მოძალადე ჯგუფების მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება.
სამართალდამცველებმა ყავლაშვილი 6 ივლისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა.
სასამართლომ დღეს საქმეზე შესაბამისი დადგენილება გამოიტანა.