https://sputnik-georgia.com/20220316/vitareba-gzebze-sezrudvebi-265252898.html
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები უამინდობის გამო დაწესდა. 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T10:01+0400
2022-03-16T10:01+0400
2022-03-16T15:26+0400
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264005158_11:0:2464:1380_1920x0_80_0_0_292351becbb4c2e815e7b27e9903cf3d.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და შეზღუდული ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ მონაკვეთზე (ჩუმათელეთი–ხუნევი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.ქარბუქის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ გზაზე შეზღუდვები უამინდობის გამო მოქმედებდა.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264005158_318:0:2158:1380_1920x0_80_0_0_a9c8eee14ed70da63378981f42b128b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა
10:01 16.03.2022 (განახლებულია: 15:26 16.03.2022) ქვეყანაში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები უამინდობის გამო დაწესდა.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და შეზღუდული ხილვადობის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 138–158 კმ მონაკვეთზე (ჩუმათელეთი–ხუნევი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
ქარბუქის, ნამქერისა და შეზღუდული ხილვადობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამ გზაზე შეზღუდვები უამინდობის გამო მოქმედებდა.
საავტომობილო გზების
დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.