https://sputnik-georgia.com/20220316/uamindobis-gamo-saqartvelos-gzebze-sezrudvebi-amoqmedda-265278172.html
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები უამინდობის გამო დაწესდა.
2022-03-16T21:59+0400
2022-03-16T21:59+0400
2022-03-16T23:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263693630_11:0:2452:1373_1920x0_80_0_0_d934cf8440c6f11fdcd6528e66ee211d.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135–225 კმ მონაკვეთზე (სურამის კვანძი–ბაღდათის კვანძი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106 კმ მონაკვეთზე (გომი–საჩხერე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ამასთან, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო–უდაბნო–დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/12/263693630_316:0:2147:1373_1920x0_80_0_0_387796383bb6106cb90ce3f509bcaa78.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უამინდობა საქართველო გზები შეზღუდვები
უამინდობა საქართველო გზები შეზღუდვები
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები ამოქმედდა
21:59 16.03.2022 (განახლებულია: 23:30 16.03.2022) ქვეყანაში ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები უამინდობის გამო დაწესდა.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვები დაწესდა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 135–225 კმ მონაკვეთზე (სურამის კვანძი–ბაღდათის კვანძი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-106 კმ მონაკვეთზე (გომი–საჩხერე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ამასთან, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო–უდაბნო–დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაფერისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.