https://sputnik-georgia.com/20220316/sumo-tocinosinis-gamarjveba-265268588.html
სუმო: ტოჩინოშინის გამარჯვება მარტის ბაშოზე – ქართველ სუმოისტს თანაბარი ბალანსი აქვს
სუმო: ტოჩინოშინის გამარჯვება მარტის ბაშოზე – ქართველ სუმოისტს თანაბარი ბალანსი აქვს
Sputnik საქართველო
ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოს მეოთხე დღეს იჩიამამოტოს სძლია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე კოტოკუზანი იქნება. 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T17:46+0400
2022-03-16T17:46+0400
2022-03-16T21:31+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249025145_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_5f2e8c8ffc7bc55fc97b475b42a3b9a3.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და თანაბარ ბალანსზე გავიდა – ორ-ორი მოგება-წაგება.იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეოთხე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და 28 წლის იაპონელს კუბიჰინერის ილეთით სძლია.იჩიამამოტომ 34 წლის ქართველი სუმოისტის ძლიერ შეჯახებას გაუძლო, თუმცა ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა მისი დოჰიოზე დაგდება მაინც მოახერხა და ჰარუ ბაშოზე მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.ქართველი სეკიტორის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოკუზანი იქნება, რომელსაც ასევე თანაბარი ბალანსი აქვს.აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7:8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონში) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. შესაბამისად, ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/14/249025145_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c0b99dbdb56b08d1670bd0f160856725.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სუმო: ტოჩინოშინის გამარჯვება მარტის ბაშოზე – ქართველ სუმოისტს თანაბარი ბალანსი აქვს
17:46 16.03.2022 (განახლებულია: 21:31 16.03.2022) ქართველმა სუმოისტმა ჰარუ ბაშოს მეოთხე დღეს იჩიამამოტოს სძლია. ტოჩინოშინის შემდეგი მეტოქე კოტოკუზანი იქნება.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. იაპონიაში მიმდინარე მარტის ბაშოზე ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და თანაბარ ბალანსზე გავიდა – ორ-ორი მოგება-წაგება.
იაპონიაში სუმოს 2022 წლის მეორე სუპერტურნირი გრძელდება. მეოთხე საჭიდაო დღეს ქართველი სუმოისტი, რომელიც ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-15 მაეგაშირას წოდებით ასპარეზობს, აღმოსავლეთის მე-17 მაეგაშირა იჩიამამოტოს დაუპირისპირდა და 28 წლის იაპონელს კუბიჰინერის ილეთით სძლია.
იჩიამამოტომ 34 წლის ქართველი სუმოისტის ძლიერ შეჯახებას გაუძლო, თუმცა ორთაბრძოლაში ტოჩინოშინმა მისი დოჰიოზე დაგდება მაინც მოახერხა და ჰარუ ბაშოზე მეორე გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ქართველი სეკიტორის შემდეგი მეტოქე აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კოტოკუზანი იქნება, რომელსაც ასევე თანაბარი ბალანსი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი სუმოისტი იანვრის ბაშოზე დაფიქსირებული უარყოფითი ბალანსის მიუხედავად (7:8) უმაღლეს, მაკუუჩი დივიზიონში დარჩა, თუმცა ჰარუ ბაშოზე წარუმატებლობის შემთხვევაში ტოჩინოშინი ჯურიოში (ქვედა დივიზიონში) დაქვეითებას ვეღარ გადაურჩება. შესაბამისად, ლევან გორგაძეს მიმდინარე სუპერტურნირზე მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.