Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე და მიშას ოჯახური გეგმები გვაქვს...“ – ლიზა იასკოს პირველი კომენტარი სოფო ნიჟარაძეზე

© courtesy of Liza Yas'koლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
ლიზა იასკომ სოფო ნიჟარაძესა და მის შვილზე პირველად ისაუბრა.
რამდენიმე კვირის წინ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის საერთო შვილზე ისაუბრა.
ლიზა იასკო და მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
„გათხოვებას აპირებდა, მაგრამ გამოჩნდა სააკაშვილი...“ – ვინ მიატოვა ლიზა იასკომ?
დეპუტატი ამბობს, რომ მიშას მრავალრიცხოვანი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია მას აბსოლუტურად არ აინტერესებს.

„მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სააკაშვილის, ან სხვა ვინმეს ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების შესახებ კომენტარი უნდა გააკეთოს. მე და მიხეილი სამოქალაქო ქორწინებაში ვართ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ოჯახური გეგმები. სხვა ყველაფერი, რაც მის წარსულში იყო, მე საერთოდ არ მაინტერესებს. თუ ვინმე დაინტერესებულია სააკაშვილის პოლიტიკური სიტუაციიდან ყურადღების გადატანით, ამას წარმატებით აკეთებს. ჩემთვის მთავარია მისი სიცოცხლე და თავისუფლება. სხვა ყველა ჭორი ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის“, – ამბობს ლიზა იასკო.

მას შემდეგ, რაც სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს, მალევე საქართველოში დაბრუნდა ამერიკაში წასული მომღერალი სოფო ნიჟარაძე და მალევე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მან შვილი ელის-მარია სააკაშვილი სწორედ საქართველოს ექს-პრეზიდენტისგან გააჩინა.
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2021
ყვითელი ამბები
„რა ქალი გაგცვალეს...“ – სოფო ნიჟარაძის პირველი კომენტარი ლიზა იასკოზე
სააკაშვილმა დაკავების შემდეგ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუმხილა, რომ ის დაქორწინებულია რადას დეპუტატ ლიზა იასკოზე. დაკავების შემდეგ ლიზა პერიოდულად ინახულებდა მას საპყრობილეში, უძღვნიდა სოციალურ ქსელებში არაერთ განცხადებას.
ექს-პრეზიდენტის მშობლები ახალი რძლის შესახებ ინფორმაცას არ ფლობდნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ ლიზა იასკოს არ იცნობდა. მოგვიანებით ლიზა იასკომ უკრაინელ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან და მიხეილ სააკაშვილმა მაშინ დაიწყეს ურთიერთობა, როდესაც ის და სანდრა რულოვსი უკვე დაშორებული იყვნენ.
ყველა ახალი ამბავი
0