ზვიად კვარაცხელიას რომანი „ფორმა N100“ კანადაში გამოიცა

© photo: Sputnik / Sergey Subbotinოტავა, კანადა
ოტავა, კანადა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
ზვიად კვარაცხელიას დეტექტივი გამომცემლობა BookLand Press-მა გამოსცა. წიგნი ინგლისურ ენაზე მეცნიერმა მერი ჩაილდსმა თარგმნა.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ქართველი მწერლის ზვიად კვარაცხელიას რომანი „ფორმა N100“ კანადაში გამოიცა. ინფორმაციას გამომცემლობა „ინტელექტი“ ავრცელებს.
რომანი კანადაში მწერალთა სახლის/Writers' House of Georgia-ს მთარგმნელობითი პროგრამის ფარგლებში გამომცემლობა BookLand Press-მა გამოსცა, წიგნი კი ინგლისურ ენაზე ცნობილმა მეცნიერმა მერი ჩაილდსმა თარგმნა.
წიგნი ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ 2013 წელს დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „საბა“. მანამდე რომანი „ფორმა N100“ თურქეთში ითარგმნა და გამოიცა.
„ფორმა N100“ დეტექტიური რომანია, რომელსაც თვითმკვლელობის ტრაგიკული ამბავი უდევს საფუძვლად, ხოლო პერსონაჟებისა და მოვლენის ბედისწერა ეპოქალურ ჭრილში განიხილება.
რომანის მთავარი გმირი ზაზა ზანდუკელი მწერალია, რომელიც უკვე დიდი ხანია უმუშევარია. ერთ დღეს მთავარ პერსონაჟს ერთ-ერთი კინოსტუდიიდან ურეკავენ და სცენარის დაწერას სთავაზობენ. ზაზას ამით საშუალება მიეცემა დაწეროს ყოფილი შეყვარებულის, მართას თვითმკვლელობის ამბავი.
ზვიად კვარაცხელია ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2007-2008 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ჟურნალში რედაქტორად და მთავარი რედაქტორის მოადგილედ.
კვარაცხელია რომანების, მინიატურებისა და დოკუმენტური ნაწარმოებების ავტორია. მწერლის მოთხრობები თარგმნილია თურქულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე.
წყარო: გამომცემლობა „ინტელექტი“
ყველა ახალი ამბავი
0