ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Stringerნატოს დროშა
ნატოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატოს თავდაცვის მინისტრების შეკრებაში მიიღებს მონაწილეობას. სხდომა ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში დღეს, 16 მარტს გაიმართება.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომას, რომელიც თავდაცვის მინისტრების დონეზე საგანგებოდ ჩაინიშნა, ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.
მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, ფინეთის და შვედეთის თავდაცვის მინისტრები, ასევე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეპ ბორელი.
ნატოს გენერალური მდივანი სხდომის დაწყებამდე აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან ერთად მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებს. შემდეგ კი დაგეგმილია საქართველოს, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრა.
საქართველო–ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა.
2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.
წყარო: პირველი არხი
ყველა ახალი ამბავი
0