Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მეგონა ვუყვარდი...“ – რატომ დაიშალა „ჩიფსების თაობის“ ცნობილი წყვილი

© Facebook / Giorgi Kalandadzeგიორგი კალანდაძე
გიორგი კალანდაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
ნათია წიწილაშვილი და გიორგი კალანდაძე ერთმანეთს 2010 წელს „ჩიფსების თაობის“ გადაღებებზე შეხვდნენ და მალე შეუყვარდათ ერთმანეთი.
ტელესახესა და მსახიობს გიორგი კალანდაძეს ქორწინება აკავშირებდა ასევე მსახიობთან ნათია წიწილაშვილთან. ახალგაზრდებმა ერთმანეთი წლების წინ პოპულარული სერიალის „ჩიფსების თაობის“ გადაღებაზე გაიცნეს, შემდეგ დაქორწინება გადაწყვიტეს და ქალიშვილიც შეეძინათ.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი დაშორდნენ. ნათია წიწილაშვილი კვლავ გათხოვდა და უკვე მეორე შვილი ჰყავს, 35 წლის გიორგი კალანდაძემ კი ჯერჯერობით მარტოობა არჩია და ჟურნალ „სარკეს“ ამის მიზეზსაც უმხელს.

„24 წლის ვიყავი, როცა სიყვარულით მოვიყვანე ცოლი. იმედია, მაშინ მასაც საპასუხო გრძნობა ჰქონდა. ჩემი ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. დიდი ტკივილი დამიტოვა, უამრავი ემოცია, სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან. წლები გავიდა და, რომ იტყვიან, ჯერ არ გამოვსულვარ მძიმე „ნაბახუსევიდან“. მეგონა, ჩემს ქორწინებაში სიყვარული იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ბოლომდე არ ვიცნობდით, აბსოლუტურად არ შევესაბამებოდით ერთმანეთს“, – ამბობს მსახიობი.

მისი თქმით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება დაშორება იყო, რის შემდეგაც ბევრი იწვალა – დავა ჰქონდა საკუთარ თავთან, ებრძოდა ეჭვებს, მოგონებებს.

„ორი წელი დამჭირდა განსაკურნებლად. დრო გავიდა, ჩამოვყალიბდი, დავბრძენდი და მივხვდი, რომ თავი გადავირჩინე, რადგან არ ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, რა დღეში მექნებოდა ნერვები, რომ არ გავყრილიყავით. იმ ქორწინებას ჩემთვის არაფერი მოჰქონდა ტკივილისა და ტოქსიკურობის გარდა“, – ამბობს მსახიობი.

ყველა ახალი ამბავი
0