Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი – ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქალი პირბადით
ქალი პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.099-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.638.790-ს მიაღწია.
თბილისი, 16 მარტი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.099 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 494 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი კახეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 154, კახეთი – 87, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 82, შიდა ქართლი – 79, გურია – 65, აჭარა – 46, ქვემო ქართლი – 41, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 24, მცხეთა-მთიანეთი – 17, სამცხე-ჯავახეთი – 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.591.180-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.595-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 30.989 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.068 პაციენტი. მათ შორის, თბილისში – 518, იმერეთში – 222, აჭარაში – 67.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 306 პირი, მათ შორის, თბილისში – 154, იმერეთში – 52, აჭარაში – 43.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 16 მარტი
29.921 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.099-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.638.790-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0