https://sputnik-georgia.com/20220316/deltakroni-saqartvelomde-moagwevs-specialistebis-ganmarteba-265264649.html
მოაღწევს თუ არა „დელტაკრონი“ საქართველომდე? რას ამბობენ სპეციალისტები
მოაღწევს თუ არა „დელტაკრონი“ საქართველომდე? რას ამბობენ სპეციალისტები
Sputnik საქართველო
ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდია და ძირითადად ევროპის ქვეყნებშია გამოვლენილი. 16.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-16T16:17+0400
2022-03-16T16:17+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701374_0:0:3504:1972_1920x0_80_0_0_695e7fba67bbf0d22d0bbeb9830fb4ac.jpg
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, გახდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი „დელტაკრონი“ საქართველოში ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის გამომწვევი მიზეზი, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდია. დღესდღეობით ის ძირითადად საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია დაფიქსირებული.დღეს საქართველოში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, განაცხადა, თავის მხრივ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. ამასთან, მან „დელტაკრონის“ გამოჩენასთან დაკავშირებით მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ახალი შტამით ინფიცირების 17 შემთხვევაა გამოვლენილი.„პანიკის არანაირი საფუძველი არ არის და არც იმის ნიშნები, რომ საქართველოშიც ახალი ტალღა დაიწყება. მოსახლეობა მშვიდად, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, მოდით, დავიცვათ ის მინიმალური ზომები და წესები, რომლებიც გვაქვს", – განაცხადა ცერცვაძემ.კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე გადამდები აღმოჩნდა. 26 დეკემბრიდან საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო და თებერვალში მან პიკს მიაღწია.სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 1.099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა თებერვლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 26 ათასს აღემატებოდა.
https://sputnik-georgia.com/20220309/moulodneladevropasi-koronavirusis-axali-stami-deltakroni-gacnda-265106559.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264701374_773:0:3504:2048_1920x0_80_0_0_52cebdcec64ca28b9bd546e11dd9119d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
მოაღწევს თუ არა „დელტაკრონი“ საქართველომდე? რას ამბობენ სპეციალისტები
16:17 16.03.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდია და ძირითადად ევროპის ქვეყნებშია გამოვლენილი.
თბილისი, 16 მარტი – Sputnik. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, გახდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი „დელტაკრონი“ საქართველოში ინფექციის გავრცელების ახალი ტალღის გამომწვევი მიზეზი, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდია. დღესდღეობით ის ძირითადად საფრანგეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებშია დაფიქსირებული.
„არცერთი ქვეყანა არ მიუთითებს შემთხვევების მატებაზე. ეს არის ჰიბრიდული ვირუსი, რომელმაც ორი სხვადასხვა მუტაციის - „დელტას" და „ომიკრონის" გარკვეული ელემენტები აიღო. საბედნიეროდ, ჯერ ამ შტამით ინფიცირების შემთხვევები ძალიან ცოტაა", – განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
დღეს საქართველოში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა, განაცხადა, თავის მხრივ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ. ამასთან, მან „დელტაკრონის“ გამოჩენასთან დაკავშირებით მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში ახალი შტამით ინფიცირების 17 შემთხვევაა გამოვლენილი.
„პანიკის არანაირი საფუძველი არ არის და არც იმის ნიშნები, რომ საქართველოშიც ახალი ტალღა დაიწყება. მოსახლეობა მშვიდად, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, მოდით, დავიცვათ ის მინიმალური ზომები და წესები, რომლებიც გვაქვს", – განაცხადა ცერცვაძემ.
კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე გადამდები აღმოჩნდა. 26 დეკემბრიდან საქართველოში ინფიცირების ახალი შემთხვევების მკვეთრი მატება დაიწყო და თებერვალში მან პიკს მიაღწია.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა. გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში 1.099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მაშინ, როცა თებერვლის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 26 ათასს აღემატებოდა.