დასავლურმა მასმედიამ ჟურნალისტიკის სტანდარტები გაუგონრად დასწია

© Pixabay / MichaelGaidaგაზეთები
გაზეთები - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
ვლადიმირ კორნილოვი
საზარელმა კადრებმა დონეცკიდან მთელი მსოფლიო მოიარა. მსოფლიოს ახალი ამბები შეწყვიტეს საგანგებო ცნობებით დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქის ცენტრის ბარბაროსული დაცხრილვის შესახებ. აშშ-ის საელჩომ უკრაინაში განაცხადა, რომ აჩერებდა იარაღის მიწოდებას ტრაგედიის მიზეზების გარკვევამდე და იმათ დასჯამდე, ვინც მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა. ილონ მასკმა, სტივენ კინგმა და ბერნარ ანრი ლევიმ მაშინვე შექმნეს დაზარალებული მოქალაქეების დახმარების ფონდი...
როგორც უკვე მიხვდით, ყველაფერი ზემოხსენებული - ესაა ახალი ამბები პარალელური რეალობიდან. სინამდვილეში დასავლეთმა უბრალოდ არ შეიმჩნია ეს ტრაგედია, ვერ დაინახა სისხლიანი კადრები, თავი მოიკატუნა, თითქოს მსგავსი არაფერი მომხდარა. არცერთ დასავლურ ტელეარხს არ გაუწყვეტია გადაცემა კიევის რეჟიმის ნამოქმედარის გასაშუქებლად. არცერთ გაზეთს არ დაუთმია პირველი ზოლი ამ ამბისთვის, ზოგიერთმა გაკვრით ახსენა სხვა მოვლენებს შორის, უმრავლესობას კი სიტყვაც არ დასცდენია. არცერთი ოფიციალური განცხადება მსოფლიო ლიდერებისგან ან საელჩოებისგან არ მოჰყოლია, თუ არ ჩავთვლით გაეროს გენერალური მდივნის ანტონიუ გუტერეშის ბუნდოვან „სინანულს“.
ჩვენ, რასაკვირველია, დიდი ხანია შევეჩვიეთ დასავლური პრესის ორმაგ სტანდარტებს. მით უმეტეს, ბოლო წლებში - ანტირუსულ „ფეიკებს“, რომლებიც ოდესღაც სოლიდური გაზეთების გვერდებზე ქვეყნდება. ამერიკელი და ევროპელი ჟურნალისტები ერთიანი ძალებით ამხედრდნენ რუსეთისა და ყველაფერი რუსულის წინააღმდეგ. მაგრამ მოჩვენებითი ობიექტურობაც ხომ საჭიროა, თუნდაც ხარისხიან ჟურნალისტიკაში საკუთარი აუდიტორიის რწმენის შესანარჩუნებლად. თუმცა ის, რაც დასავლურ მასმედიაში ხდება უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ - არის სრული და, შესაძლოა, საბოლოო უარი მოვლენების ობიექტურ გაშუქებაზე. ესაა გადასვლა პროპაგანდაზე, რომელიც არაფრითაა შენიღბული, სრულიად უკუაგდებს ნებისმიერ ალტერნატივას, უმალავს თავის აუდიტორიას ახალი ამბების მნიშვნელოვან ნაწილს.
მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, როდესაც გასაგები მიზეზების გამო პრესა სამხედრო რელსებზე გადავიდა და ფრონტის ამა თუ იმ მხარეს მკაფიო პოზიცია დაიკავა, გაზეთებში იხილებოდა მოწინააღმდეგე მხარის განცხადებები. საბჭოთა და ბრიტანული პრესა ჰიტლერისა და გებელსის გამოსვლებს ბეჭდავდა, გერმანული გაზეთები დეტალურად არჩევდნენ ჩერჩილისა თუ სტალინის სიტყვებს. დასავლეთის დღევანდელმა მასმედიამ კი უბრალოდ გადაწყვიტა აუდიტორიისთვის მოწინააღმდეგე მხარის აზრი დაემალა.
მათი მედია საერთოდ არ აშუქებს დონბასის ქალაქების დაცხრილვას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან. ეს უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში კი - ისინი აქვეყნებენ დანგრეული დონეცკის ან გორლოვკის ფოტოებს და მათ „რუსული დაცხრილვის შედეგს“ მიაწერენ. როდესაც დასავლელ ჟურნალისტებს აკრიტიკებ იმის გამო, რომ უკრაინული მხარის ნამოქმედარზე არ წერენ, ცდილობენ „თავის მართლებას“ იმით, რომ მათი კორესპონდენტები დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებზე არ არიან და ვერ შოულობენ ფოტოსურათებს მოვლენების ადგილიდან. მაგრამ ეს ხომ არ უშლის მათ ხელს, დონეცკში გადაღებული ფოტოსურათები სხვა რეგიონებში მიმდინარე მოვლენებად გაასაღონ. მარიუპოლშიც, სადაც ბოლო დღეებია სერიოზული ბრძოლები მიმდინარეობს, არცერთი უცხოელი კორესპონდენტი არ არის. ამის მიუხედავად, დასავლური მასმედია ყოველდღე, გადამოწმების გარეშე აქვეყნებს რაღაც „ანგარიშებს“ ქალაქში მიმდინარე მოვლენებზე. მაგალითად, წარამარა იმეორებენ მარიუპოლის სამშობიარო სახლის ყოფილი შენობის (რომელიც ნაცისტური „აზოვის“ ბოევიკებმა დაიკავეს) ნგრევის ისტორიას. ხოლო უკრაინული ჭურვებით საბავშვო ბაღების, სამშობიარო განყოფილებების, სკოლების, მოქმედი საავადმყოფოების დაბომბვას იგივე მასმედია ცოცხალი თავით არ იმჩნევს.
ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რამდენად მეგობრულად უცხადებენ ბოიკოტს დასავლელი ჟურნალისტები ზოგიერთ თემას. რაც ნებსითა თუ უნებლიეთ გაფიქრებინებს ერთიანი საკოორდინაციო ცენტრის არსებობაზე, რომელიც კოლექტიური დასავლეთის საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავს. შეიძლება ვინმეს ეს კონსპიროლოგიურ თეორიად მოეჩვენოს, მაგრამ როგორ შეიძლება აიხსნას, რომ უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის საიდუმლო ბიოლაბორატორიების საეჭვო საქმიანობის თემის მიჩუმათებას ცდილობდა წამყვანი მასმედიების უმრავლესობა? როდესაც რუსეთის ელჩმა ნიდერლანდში ალექსანდრ შულგინმა რამდენჯერმე სცადა მისი წამოწევა ადგილობრივი ტელევიზიის პოლიტიკურ შოუში, მას უხეშად შეაწყვეტინეს და პრაქტიკულად ეთერიდან გააძევეს.
რომ არა გაეროს უშიშროების საბჭოს დონეზე ამ თემის აყვანა და მასში ჩინეთის ჩართვა, სიჩუმე საკითხის ირგვლივ ტოტალური იქნებოდა. ხოლო როდესაც დასავლეთში ვინმე ცდილობს ამის გახსენებას, მას მაშინვე „რუს აგენტად“ და „მოღალატედ“ რაცხავენ.
დასავლურ მასმედიაში კიდევ ერთი ტაბუდადებული თემაა - პოლიტიკური რეპრესიები და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების სასამართლოს მიღმა დასჯა ტერიტორიებზე, რომლებსაც ნაციონალისტური ბანდები აკონტროლებენ. ევროპელი ლიბერალების რუპორმა - The Economist-მა მთელი ნომერი მიუძღვნა „რუსეთის სტალინიზაციას“, „მძიმე რეპრესიებს“, რომლებსაც თითქოსდა საწყალი რუსი ოპოზიციონერები აწყდებიან. თანაც თავად წერენ იმაზე, რომ „გულაგში გადასახლების ნაცვლად ისინი ახლა სტამბულსა და ერევანში მიფრინავენ“.
ამავე დროს კრემენის ოპოზიციონერი მერის ვლადიმერ სტრუკის წამებას (ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რომელსაც ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს), რომელიც დიალოგისა და მშვიდობისკენ მოუწოდებდა, დასავლეთში პრაქტიკულად არავინ აშუქებს. რა მოხდა მერე, აწამეს „რუსი აგენტი“, იმად არ ღირს, რომ დასავლური პუბლიკის ყურადღება ძირითად მოვლენებს მოწყვიტონ. მაგალითად, ხულიგანის „გმირობას“, რომელიც რუსეთის ფედერალური არხის ეთერში ანტისაომარი ლოზუნგით გამოვარდა. ამითაა გადავსებული მთელი დასავლური მასმედია. აი უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ 70 წლის უკრაინელი პოეტის იან ტაკსიურის დაპატიმრებასა და გაძარცვას, რომელიც მთელი რვა წლის განმავლობაში ანტისაომარ ლექსებს წერდა, დასავლეთში საერთოდ ვერ ამჩნევენ. მასთან „საომარი დროის კანონებით“ ადვოკატებსაც არ უშვებენ.
დასავლეთში არც იმ უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტოლოგების, ექსპერტების, პოლიტიკოსების გაქრობისთვის მიუქცევიათ ყურადღება, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ომის შეჩერების მოწოდებით გამოდიოდნენ. ისინი „რუსეთზე მუშაობაში“ დაადანაშაულეს. ზოგიერთი მათგანი გამოჩნდება ხოლმე ტანჯვისა და წამების აშკარა კვალით და ინანიებს ნათქვამს კამერების წინ, შემდეგ კი კვლავ უკვალოდ ქრება. არავინ იცის, სად არიან, ცოცხლები არიან თუ არა. თუმცა ევროპულ და ამერიკულ მასმედიაში ამ თემაზე ინფორმაციას ვერ იპოვით. რადგან ამ შემთხვევაში ვერ აუხსნიდნენ აუდიტორიას, რატომ უნდა ჩაითვალოს უკრაინა დემოკრატიად, რომელიც რუსულ ტირანიას ებრძვის. ამავე მიზეზით პრაქტიკულად არაფერს წერენ წყალზე, რომელიც რუსი სამხედროების წყალობით მიეწოდება ყირიმს. სულ ცოტა ხნის წინ დასავლური სააგენტოები დაუფარავი ნიშნის მოგებით წერდნენ, რომ ნახევარკუნძულის წყალმომარაგება - „პუტინის მოუგვარებელი პრობლემა იყო“. ახლა ყირიმის წყლის ავზები გავსებულია, მაგრამ ჟურნალისტები რატომღაც დადუმდნენ, თითქოს პირში წყალი ჩაიგუბეს. მიზეზი კვლავაც გასაგებია: იქაურ პუბლიკას უნდა აჩვენონ, რომ რუსეთი უკრაინაში ყველაფერს ანგრევს, ხოლო იმის ახსნა, თუ რატომ წაართვა ათასობით ადამიანს ჰუმანურმა კიევმა წყალი, სასტიკმა რუსეთმა კი დაუბრუნა მათ აუცილებელი რესურსი, საკმაოდ რთულია. ამიტომ გაჩუმება ამჯობინეს.
ისევე, როგორც არაფერს ამბობენ იმაზე, რომ დონბასის რესპუბლიკების შეიარაღებაში გზავნიან ახალ-ახალ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებს (Javelin და NLAW), რომლებითაც კიევის რეჟიმის დასავლელმა მფარველებმა გატენეს უკრაინა. დონეცკისა და ლუგანსკის ხელისუფლებამ უკვე გამართა ხელში ჩაგდებული ტროფეის არაერთი პრეზენტაცია. დონეცკში უკვე აცხადებენ, რომ მათმა მებრძოლებმა ისწავლეს და დაიწყეს ბრძოლებში ამ იარაღის გამოყენება - მადლობა ნატოს ინსტრუქტორებს, რომლებმაც დასურათებული დეტალური ინსტრუქციები დაწერეს.
ამ ყველაფერს დასავლურ მასმედიაში ვერ იპოვით. იქ ამ დრომდე იხილავენ: „რა იქნება, თუ „ჯაველინი“ სხვის ხელში აღმოჩნდება“. მაგრამ ფოტოებითა და ვიდეოებით გამყარებულ ფაქტებს დასავლელ მკითხველს უმალავენ. რადგან რთული ასახსნელი იქნება უკრაინაში შეიარაღების გაგზავნის მოწოდებები.
ეს უკრაინასა და დამოუკიდებელ დონბასში მოვლენების გაშუქების „თეთრი ლაქების“ ცალკეული მაგალითებია. გასაკვირი არის არა იმდენად რუსეთის წინააღმდეგ გამართული საინფორმაციო ფართომასშტაბიანი ომი და ორმაგი სტანდარტები, არამედ ის, თუ როგორ ერთბაშად და რა სისწრაფით მოირგეს ერთიანი წესები და ახალი სტანდარტები დასავლური მედიის წარმომადგენლებმა.
ამ სტრიქონების ავტორი მთელი ცხოვრება შორს იყო კულისებში საკოორდინაციო ცენტრების მოქმედების თეორიებისგან. მაგრამ რაც უფრო დიდხანს ადევნებ თვალს გაზეთების პირველ ზოლებს, ერთსა და იმავე დღეს დაბეჭდილ ერთნაირ ფოტოებს, მით მეტად იბადება კითხვა დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნისთვის ერთიანი პოლიტიკის უცნაურ დამთხვევებზე.
ირკვევა კულისებში თეთრი სახლისგან მიღებული ინსტრუქტაჟის დეტალები პოპულარული ბლოგერებისთვის იმის თაობაზე, როგორ უნდა გაშუქდეს აშშ-ში საწვავის ნახტომისებურად გაძვირების უხერხული თემა, და უნებლიეთ იწყებ ფიქრს იმაზე, რამდენი ასეთი ინსტრუქტაჟი ტარდება რეგულარულად სხვადასხვა მასმედიის რედაქტორებისთვის. არადა როგორი ლამაზი და ტკბილი იყო ზღაპარი დამოუკიდებელ დასავლურ მასმედიაზე და ჟურნალისტური სტანდარტების ერთგულებაზე. ბევრს სჯეროდა, მაგრამ, იმედია, აღარ დაიჯერებენ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0