უხვი ნალექი თბილისში – გზების გაწმენდა გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
დედაქალაქის გზებზე გაწმენდით სამუშაოებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, იყრება ტექნიკური მარილი. პროცესში ჩართულია კომპანიის 200-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. დედაქალაქის მასშტაბით მთელი ღამის განმავლობაში გზების გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა თბილისის გზებზე. როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ განაცხადეს, გზის სავალი ნაწილები ამ დრომდე იწმინდება თოვლის საფარისგან, ასევე იყრება ტექნიკური მარილი.

„უკვე მეხუთე დღეა „თბილსერვის ჯგუფი“ გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე. გზებზე დაახლოებით 2 ათასი ტონა მარილი უკვე დაყრილია. პროცესში მონაწილეობს თბილსერვისის 200-მდე თანამშრომელი და 40 ერთეული სპეცტექნიკა“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე თბილისში გახსნილია ყველა ცენტრალური გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შეუფერხებლად. „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს საჭიროებისამებრ გააგრძელებს.
ყველა ახალი ამბავი
0