https://sputnik-georgia.com/20220315/saqartvelos-parlamentma-evrokavsirsi-integraciis-sesaxeb-rezolucia-daamtkica-265247706.html
საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
Sputnik საქართველო
პარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, „გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად“.
2022-03-15T23:48+0400
2022-03-15T23:48+0400
2022-03-15T23:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცეს.რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაგზავნიდან ორი კვირის შემდეგ მომზადდა, ხმა მისცა 111-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნულია, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა.პარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს „გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად“.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პარლამენტი ევროკავშირი ინტეგრაცია რეზოლუცია დამტკიცება
საქართველო პარლამენტი ევროკავშირი ინტეგრაცია რეზოლუცია დამტკიცება
საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
23:48 15.03.2022 (განახლებულია: 23:49 15.03.2022) პარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, „გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად“.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცეს.
რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაგზავნიდან ორი კვირის შემდეგ მომზადდა, ხმა მისცა 111-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნულია, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა.
პარლამენტმა მიღებული რეზოლუციით მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს „გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად“.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა. 2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეებმა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მოკლევადიანი ვიზიტების (180-დან 90 დღე) უფლება მოიპოვეს.