https://sputnik-georgia.com/20220315/mosazreba-ukrainis-denacifikaciaze-265235034.html
მოსაზრება: უკრაინას ნამდვილად სჭირდება დენაციფიკაცია
მოსაზრება: უკრაინას ნამდვილად სჭირდება დენაციფიკაცია
Sputnik საქართველო
ნიკოლაი შევჩენკო 15.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-15T15:48+0400
2022-03-15T15:48+0400
2022-03-15T21:06+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23972/10/239721076_0:276:2661:1772_1920x0_80_0_0_064b2a763ecab63767c6d3ae3084f837.jpg
ნიკოლაი შევჩენკორუსეთის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მესამე კვირის ბოლოს (დე იურე, ეს ჯერ კიდევ არ არის ომი, რადგან არცერთ მხარეს არ გამოუცხადებია მეორისთვის ომი) კიევი უფრო მჭიდროდ გაეცნო დარტყმებს ქალაქზე. დიახ, მანამდე იყო რუსული ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმები კიევის აეროპორტებზე, სატელევიზიო ანძაზე და მის დუბლიორზე.დიახ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნებში (გოსტომელი, ბუჩა, ირპინი და ა.შ.) იყო რეალური და ძალიან სერიოზული ბრძოლები. მაგრამ ეს ყველაფერი შორს იყო თავად კიევის საცხოვრებელი კორპუსებისგან, საწარმოებისგან. მართალია, იყო ორი დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი, მაგრამ ორივე ადგილობრივი საჰაერო თავდაცვის მოქმედებების გამო.14 მარტის დილით ანტონოვის საავიაციო ქარხანაში სამი „კალიბრი“ მიფრინდა. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების საწყობი განადგურდა, მაგრამ ამ საბრძოლო მასალების გაფანტვა არ დაფიქსირებულა. ამიტომ ფაქტი არ არის, რომ ნამდვილად მოარტყეს, და არც ისაა ფაქტი, რომ იქ უმიზნებდნენ, სადაც იყო გამოცხადებული.დაახლოებით იმავე დროს ქალაქის ჩრდილოეთით, ბოგატირსკაიას 20-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს რაღაც დაეჯახა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ სახლს საარტილერიო ჭურვი მოხვდა და ორი ადამიანი დაიღუპა. შესაძლოა ჭურვიც იყო. მაგრამ მაშინ ეს ცალკეული სროლა ყოფილა, ვინაიდან მის გვერდით სხვა არ ჩამოვარდნილა. ცოტა მოგვიანებით კიევის საჰაერო თავდაცვამ რაღაც ჩამოაგდო კურენევკას მიდამოში. სავარაუდოდ, რაღაც პატარა, მაგრამ რამდენიმე ბინა იმ კორპუსში, რომელთანაც ეს მოხდა, მაინც დაიწვა.კიდევ უფრო მოგვიანებით უკრაინული „ტოჩკა-უს“ კასეტური ქობინი ჩამოვარდა დონეცკში, რასაც ათობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.ეს დარტყმა თავისთავად აუცილებლად შეუწყობდა ხელს კონფლიქტის ესკალაციას და რუსეთის მხრიდან სერიოზულ საპასუხო ზომებს. დასავლეთის მიერ უკრაინაში დიდი რაოდენობით იარაღის შეტანისა და დასავლური კერძო სამხედრო კომპანიების თანამშრომლების მასობრივი ჩასვლის შესახებ გავრცელებული ხმების კონტექსტში, რომლებსაც უკრაინელი ოლიგარქები და, უპირველეს ყოვლისა, რინატ ახმეტოვი დააფინანსებენ, ასევე ოდესაში ისეთი კლასიკური ლიბერალ-ფაშისტისა და აშკარა კაციჭამიას ჩასვლის კონტექსტში, როგორიც ბერნარ-ანრი ლევია, და ა.შ. — ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო.იმავე საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით თავდასხმა მოხდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწყობებსა და საწარმოებზე. უკვე საღამოს შოსკაში ქარხანა „იმპულსს“ მიაყენეს დარტყმა. დილისთვის, რა თქმა უნდა, გავრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრ თავდაცვით საწარმოზე მიიტანეს შეტევა. და თუ კიევში, ოდესასა და დნეპერში (დნეპროპეტროვსკი), სადაც უკრაინის დარჩენილი საჰაერო თავდაცვის უმეტესი ნაწილია კონცენტრირებული, რაკეტების ჩამოგდების შანსი არსებობს, სხვა ადგილებში დარტყმები ტირში სროლას დაემსგავსება.მიუხედავად ყველაფერ მომხდარისა, უკრაინის ხელისუფლება მაინც ახერხებს შეინარჩუნოს მილიტარისტული აურზაური საზოგადოების უმეტეს ნაწილში. და საქმე მხოლოდ პროპაგანდა არ არის, რომელიც დღეს ორ პოსტულატს ეფუძნება: „მთელი მსოფლიო ჩვენთანაა“ და მუდმივი „გამარჯვებები“ ფრონტზე. მრავალი თვალსაზრისით, საქმე ასევე ისაა, რომ მოსახლეობის ნაწილი კვლავაც სვამს ძირძველ უკრაინული შეკითხვას: „ჩვენ რაღატომ?“მცდელობა იმის გახსენებისა, რომ დონბასის წინა ხაზზე რვა წლის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის დაბომბვები მიმდინარეობდა, არაფერს მოიტანს. იმიტომ რომ კონტაქტის ხაზის მეორე მხარეს დგანან კრიმინალები (სეპარატისტები, ტერორისტები, რუსი დაქირავებულები). პროპაგანდამ საიმედოდ ჩადო ეს ინფორმაცია მათ თავებში. იმაზე საუბარი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები თითქმის ექსკლუზიურად იღუპებოდნენ დონეცკსა და ლუგანსკში, სრულ იგნორსა და უარყოფას ეჯახება, აქაოდა, ეს კრემლის ნარატივებიაო.იმაზე ლაპარაკს, რომ სწორედ კიევის ხელისუფლება უგულებელყოფდა მთელი შვიდი წლის განმავლობაში „მინსკ-2“-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საერთოდ არ აქვს აზრი. შეთანხმებები მოცულობით მცირეა, მაგრამ უკრაინის მოქალაქეების 99,9%-ს არ წაუკითხავს. ისევე, როგორც არ წაუკითხავთ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება. ამიტომაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისე იცხოვრებდა, როგორც ევროპაში, ხოლო „მინსკ-2“-ს, პირველი, არ ასრულებს მოსკოვი და, მეორეც, ის ცუდია უკრაინისთვის — ასე თქვა ტელევიზორმა. ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა ტყუილად კი არ აჩვენა, რომ „მინსკ-2“-ის გადახედვას კიევის პირობებით 60-70% უჭერს მხარს. რატომ? იმიტომ რომ ტელევიზორში ასე თქვეს.ბევრმა იცის, რომ უკრაინაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები არსებობს, რომ დასავლეთი უკრაინას სამხედრო გაგებით ითვისებს, ისიც კი იცის, რომ უკრაინის სამხედრო დოქტრინაში ერთადერთ მოწინააღმდეგედ რუსეთია დასახელებული. ბევრმა იცის, მაგრამ ამას დარწმუნებით მიიჩნევენ შიდა საქმედ. ხოლო შეკითხვაზე, რას იზამდა შეერთებული შტატები მექსიკასთან დაკავშირებით, თუ ის ასე მოიქცეოდა, პასუხი ასეთია: „ის ხომ ამერიკაა!“გაუგებრობას ასევე იწვევს დენაციფიკაციის თეზისიც. უკრაინის მოსახლეობის ხუთი-ათი პროცენტი აშკარა ნეონაცისტია. უფრო მეტიც, ადგილობრივ ნეონაციზმს აქვს ორი მიმდინარეობა: „სუფთა“ — ხარკოვზე დაფუძნებული და უფრო მასიური გალიციური ბანდერა-ნაციზმი — დასავლეთ უკრაინაზე დაფუძნებული. ნეონაციზმისადმი სიმპათიით განმსჭვალული მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-20 პროცენტი იქნება. მაგრამ ეს ცოტა არ არის. არც მესამე რაიხში ყოფილა ყველა SS-ის ან NSDAP-ს წევრი. უფრო მეტიც, უკრაინაში ნეონაციზმის პირდაპირი და ირიბი თაყვანისმცემლების რიცხვი სტაბილურად იზრდება ბოლო წლებში.მაგრამ კიდევ უფრო უარესია, რომ ამ 15-20%-მა განსაზღვრა და კვლავაც განსაზღვრავს სახელმწიფოს ქმედებებს. სწორედ სახელმწიფო დონეზე ხდებოდა და ხდება ნაცისტების მრავალი თანამშრომლის განდიდება, მათ შორის, ვისაც ხელები იდაყვამდე სისხლში აქვს. სახელმწიფო დონეზე იქნა მიღებული კანონი მკვიდრი ხალხის შესახებ, დაწინაურდა კულტურულ-საგანმანათლებლო დღის წესრიგი, რომელსაც ნეონაციზმის ყველა ნიშანი ჰქონდა. რომ აღარაფერი ვთქვათ მზარდ დისკრიმინაციაზე კონკრეტულად რუსული ენისა და რუსული კულტურის მიმართ.ეს ყველაფერი შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაკეთებულიყო, თუ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებში ნეონაცისტური უმრავლესობა იქნებოდა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უმრავლესობა მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ შექმნა.რა შეგვიძლია ვთქვათ ხელისუფლების მიერ ჩადენილ სხვადასხვა სისასტიკესა და უკანონობაზე. სამწუხაროდ, უკრაინული საზოგადოება უმეტესწილად ამაში საშინელებას ვერ ხედავს.ერთი სიტყვით, 2014 წლიდან გასული რვა წლის განმავლობაში უკრაინული საზოგადოება მართლაც ძალიან შეიცვალა, ოღონდ არა უკეთესობისკენ. და ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამის უკან შებრუნება. მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას აქვს გაგება და გეგმა იმისა, თუ როგორ გააკეთოს ეს ყოველივე.რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23972/10/239721076_0:26:2661:2021_1920x0_80_0_0_45199ca7c6c752402b156651efa2bddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება
რუსეთის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის მესამე კვირის ბოლოს (დე იურე, ეს ჯერ კიდევ არ არის ომი, რადგან არცერთ მხარეს არ გამოუცხადებია მეორისთვის ომი) კიევი უფრო მჭიდროდ გაეცნო დარტყმებს ქალაქზე. დიახ, მანამდე იყო რუსული ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმები კიევის აეროპორტებზე, სატელევიზიო ანძაზე და მის დუბლიორზე.
დიახ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ გარეუბნებში (გოსტომელი, ბუჩა, ირპინი და ა.შ.) იყო რეალური და ძალიან სერიოზული ბრძოლები. მაგრამ ეს ყველაფერი შორს იყო თავად კიევის საცხოვრებელი კორპუსებისგან, საწარმოებისგან. მართალია, იყო ორი დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი, მაგრამ ორივე ადგილობრივი საჰაერო თავდაცვის მოქმედებების გამო.
14 მარტის დილით ანტონოვის საავიაციო ქარხანაში სამი „კალიბრი“ მიფრინდა. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქარხნის ტერიტორიაზე საბრძოლო მასალების საწყობი განადგურდა, მაგრამ ამ საბრძოლო მასალების გაფანტვა არ დაფიქსირებულა. ამიტომ ფაქტი არ არის, რომ ნამდვილად მოარტყეს, და არც ისაა ფაქტი, რომ იქ უმიზნებდნენ, სადაც იყო გამოცხადებული.
დაახლოებით იმავე დროს ქალაქის ჩრდილოეთით, ბოგატირსკაიას 20-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს რაღაც დაეჯახა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ სახლს საარტილერიო ჭურვი მოხვდა და ორი ადამიანი დაიღუპა. შესაძლოა ჭურვიც იყო. მაგრამ მაშინ ეს ცალკეული სროლა ყოფილა, ვინაიდან მის გვერდით სხვა არ ჩამოვარდნილა. ცოტა მოგვიანებით კიევის საჰაერო თავდაცვამ რაღაც ჩამოაგდო კურენევკას მიდამოში. სავარაუდოდ, რაღაც პატარა, მაგრამ რამდენიმე ბინა იმ კორპუსში, რომელთანაც ეს მოხდა, მაინც დაიწვა.
კიდევ უფრო მოგვიანებით უკრაინული „ტოჩკა-უს“ კასეტური ქობინი ჩამოვარდა დონეცკში, რასაც ათობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
ეს დარტყმა თავისთავად აუცილებლად შეუწყობდა ხელს კონფლიქტის ესკალაციას და რუსეთის მხრიდან სერიოზულ საპასუხო ზომებს. დასავლეთის მიერ უკრაინაში დიდი რაოდენობით იარაღის შეტანისა და დასავლური კერძო სამხედრო კომპანიების თანამშრომლების მასობრივი ჩასვლის შესახებ გავრცელებული ხმების კონტექსტში, რომლებსაც უკრაინელი ოლიგარქები და, უპირველეს ყოვლისა, რინატ ახმეტოვი დააფინანსებენ, ასევე ოდესაში ისეთი კლასიკური ლიბერალ-ფაშისტისა და აშკარა კაციჭამიას ჩასვლის კონტექსტში, როგორიც ბერნარ-ანრი ლევია, და ა.შ. — ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო.
იმავე საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით თავდასხმა მოხდა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწყობებსა და საწარმოებზე. უკვე საღამოს შოსკაში ქარხანა „იმპულსს“ მიაყენეს დარტყმა. დილისთვის, რა თქმა უნდა, გავრცელდება ინფორმაცია, რომ ბევრ თავდაცვით საწარმოზე მიიტანეს შეტევა. და თუ კიევში, ოდესასა და დნეპერში (დნეპროპეტროვსკი), სადაც უკრაინის დარჩენილი საჰაერო თავდაცვის უმეტესი ნაწილია კონცენტრირებული, რაკეტების ჩამოგდების შანსი არსებობს, სხვა ადგილებში დარტყმები ტირში სროლას დაემსგავსება.
მიუხედავად ყველაფერ მომხდარისა, უკრაინის ხელისუფლება მაინც ახერხებს შეინარჩუნოს მილიტარისტული აურზაური საზოგადოების უმეტეს ნაწილში. და საქმე მხოლოდ პროპაგანდა არ არის, რომელიც დღეს ორ პოსტულატს ეფუძნება: „მთელი მსოფლიო ჩვენთანაა“ და მუდმივი „გამარჯვებები“ ფრონტზე. მრავალი თვალსაზრისით, საქმე ასევე ისაა, რომ მოსახლეობის ნაწილი კვლავაც სვამს ძირძველ უკრაინული შეკითხვას: „ჩვენ რაღატომ?“
მცდელობა იმის გახსენებისა, რომ დონბასის წინა ხაზზე რვა წლის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობის დაბომბვები მიმდინარეობდა, არაფერს მოიტანს. იმიტომ რომ კონტაქტის ხაზის მეორე მხარეს დგანან კრიმინალები (სეპარატისტები, ტერორისტები, რუსი დაქირავებულები). პროპაგანდამ საიმედოდ ჩადო ეს ინფორმაცია მათ თავებში. იმაზე საუბარი, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები და ბავშვები თითქმის ექსკლუზიურად იღუპებოდნენ დონეცკსა და ლუგანსკში, სრულ იგნორსა და უარყოფას ეჯახება, აქაოდა, ეს კრემლის ნარატივებიაო.
იმაზე ლაპარაკს, რომ სწორედ კიევის ხელისუფლება უგულებელყოფდა მთელი შვიდი წლის განმავლობაში „მინსკ-2“-ით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საერთოდ არ აქვს აზრი. შეთანხმებები მოცულობით მცირეა, მაგრამ უკრაინის მოქალაქეების 99,9%-ს არ წაუკითხავს. ისევე, როგორც არ წაუკითხავთ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება. ამიტომაც ყველა დარწმუნებული იყო, რომ ისე იცხოვრებდა, როგორც ევროპაში, ხოლო „მინსკ-2“-ს, პირველი, არ ასრულებს მოსკოვი და, მეორეც, ის ცუდია უკრაინისთვის — ასე თქვა ტელევიზორმა. ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა ტყუილად კი არ აჩვენა, რომ „მინსკ-2“-ის გადახედვას კიევის პირობებით 60-70% უჭერს მხარს. რატომ? იმიტომ რომ ტელევიზორში ასე თქვეს.
ბევრმა იცის, რომ უკრაინაში ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორიები არსებობს, რომ დასავლეთი უკრაინას სამხედრო გაგებით ითვისებს, ისიც კი იცის, რომ უკრაინის სამხედრო დოქტრინაში ერთადერთ მოწინააღმდეგედ რუსეთია დასახელებული. ბევრმა იცის, მაგრამ ამას დარწმუნებით მიიჩნევენ შიდა საქმედ. ხოლო შეკითხვაზე, რას იზამდა შეერთებული შტატები მექსიკასთან დაკავშირებით, თუ ის ასე მოიქცეოდა, პასუხი ასეთია: „ის ხომ ამერიკაა!“
გაუგებრობას ასევე იწვევს დენაციფიკაციის თეზისიც. უკრაინის მოსახლეობის ხუთი-ათი პროცენტი აშკარა ნეონაცისტია. უფრო მეტიც, ადგილობრივ ნეონაციზმს აქვს ორი მიმდინარეობა: „სუფთა“ — ხარკოვზე დაფუძნებული და უფრო მასიური გალიციური ბანდერა-ნაციზმი — დასავლეთ უკრაინაზე დაფუძნებული. ნეონაციზმისადმი სიმპათიით განმსჭვალული მთელი ქვეყნის მასშტაბით 15-20 პროცენტი იქნება. მაგრამ ეს ცოტა არ არის. არც მესამე რაიხში ყოფილა ყველა SS-ის ან NSDAP-ს წევრი. უფრო მეტიც, უკრაინაში ნეონაციზმის პირდაპირი და ირიბი თაყვანისმცემლების რიცხვი სტაბილურად იზრდება ბოლო წლებში.
მაგრამ კიდევ უფრო უარესია, რომ ამ 15-20%-მა განსაზღვრა და კვლავაც განსაზღვრავს სახელმწიფოს ქმედებებს. სწორედ სახელმწიფო დონეზე ხდებოდა და ხდება ნაცისტების მრავალი თანამშრომლის განდიდება, მათ შორის, ვისაც ხელები იდაყვამდე სისხლში აქვს. სახელმწიფო დონეზე იქნა მიღებული კანონი მკვიდრი ხალხის შესახებ, დაწინაურდა კულტურულ-საგანმანათლებლო დღის წესრიგი, რომელსაც ნეონაციზმის ყველა ნიშანი ჰქონდა. რომ აღარაფერი ვთქვათ მზარდ დისკრიმინაციაზე კონკრეტულად რუსული ენისა და რუსული კულტურის მიმართ.
ეს ყველაფერი შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაკეთებულიყო, თუ ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებში ნეონაცისტური უმრავლესობა იქნებოდა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ეს უმრავლესობა მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ შექმნა.
რა შეგვიძლია ვთქვათ ხელისუფლების მიერ ჩადენილ სხვადასხვა სისასტიკესა და უკანონობაზე. სამწუხაროდ, უკრაინული საზოგადოება უმეტესწილად ამაში საშინელებას ვერ ხედავს.
ერთი სიტყვით, 2014 წლიდან გასული რვა წლის განმავლობაში უკრაინული საზოგადოება მართლაც ძალიან შეიცვალა, ოღონდ არა უკეთესობისკენ. და ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამის უკან შებრუნება. მინდა მჯეროდეს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობას აქვს გაგება და გეგმა იმისა, თუ როგორ გააკეთოს ეს ყოველივე.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე