Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მამულიჩას პირველი ცოლი ცნობილი მსახიობის დედინაცვალია – ულამაზესი ქალის ფოტოები

© courtesy of Kakhi Mamulashviliნიკოლოზ მამულაშვილი და კახა მამულაშვილი
ნიკოლოზ მამულაშვილი და კახა მამულაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
ცნობილი პროდიუსერის ყოფილი მეუღლე ამჟამად დაქორწინებულია ცნობილი მსახიობის ყოფილ მეუღლეზე, რომელსაც ასევე ცნობილი მსახიობი შვილი ჰყავს.
ცნობილი პროდიუსერის კახა მამულაშვილის პირველი მეუღლე პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ნინო ნოზაძეა. წყვილს საერთო ვაჟი ნიკო მამულაშვილი ჰყავს, რომელიც დაქორწინებულია და პატარა ალეს მამაა. ნიკოს წყალობით მამულიჩა და ნინო უკვე გახდნენ ბებია-ბაბუა.
მამულიჩა ამჟამად მომღერალ ლელა წურწუმიაზეა დაქორწინებული, მათ საერთო შვილი – 18 წლის მარიკო ჰყავთ. ქართულ შოუბიზნესში ისინი ერთ-ერთ ბედნიერ წყვილად ითვლებიან. დაქორწინებულია ნინო ნოზაძეც. მისი მეუღლე ცნობილი მსახიობის ნინო ქორიძის ყოფილი მეუღლე დათო კვირიკაძეა, რომელიც ცნობილი მსახიობის ირაკლი კვირიკაძის მამაა.
ირაკლი კვირიკაძე ჰოლივუდში მოდელ მეუღლესთან ელენე მახარაშვილთან ერთად ცხოვრობს. ნინო ქორიძე პატარა ასაკში დაოჯახდა. ამჟამად ის მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანზეა დაქორწინებული და ისინი უმცროს ქალიშვილს ნატაშას ზრდიან.
ყველა ახალი ამბავი
0