https://sputnik-georgia.com/20220315/erovnuli-muzeumis-direqtoris-moadgiled-teona-jayeli-dainishna-265236923.html
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ თეონა ჯაყელი დაინიშნა
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ თეონა ჯაყელი დაინიშნა
Sputnik საქართველო
ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება იმ სამუზეუმო რეფორმის გაგრძელებაა, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო. 15.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-15T17:40+0400
2022-03-15T17:40+0400
2022-03-15T22:00+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/00/238260023_0:176:2000:1301_1920x0_80_0_0_d263a99ad5a7928f061b90b366e681ba.jpg
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ თეონა ჯაყელი დაინიშნა, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, ჯაყელი, რომელსაც მანამდე სამინისტროში კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა, აღნიშნულ თანამდებობაზე ეროვნული მუზეუმის დირექტორის გადაწყვეტილებით დაინიშნა. ბრძანება 19 მარტიდან შევა ძალაში.როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა, რომელიც დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ასევე 19 მარტიდან შეუდგება.ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში, აღნიშნავენ უწყებაში.კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით 2021 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ხუთი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი ჩამოყალიბდა:წყარო: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/00/238260023_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_1974928aa9778d0253b47713f4490e54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ თეონა ჯაყელი დაინიშნა
17:40 15.03.2022 (განახლებულია: 22:00 15.03.2022) ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება იმ სამუზეუმო რეფორმის გაგრძელებაა, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილედ თეონა ჯაყელი დაინიშნა, ნათქვამია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯაყელი, რომელსაც მანამდე სამინისტროში კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსის პოსტი ეკავა, აღნიშნულ თანამდებობაზე ეროვნული მუზეუმის დირექტორის გადაწყვეტილებით დაინიშნა. ბრძანება 19 მარტიდან შევა ძალაში.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, გენერალური დირექტორის მოადგილე, მისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებით, ხელს შეუწყობს გენერალურ დირექტორსა და დირექტორატს ეროვნული მუზეუმის გამჭვირვალე და ეფექტიან მართვაში.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის (მუზეუმთა ჯგუფის) დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი დაინიშნა, რომელიც დაკისრებული ფუნქციების შესრულებას ასევე 19 მარტიდან შეუდგება.
ეროვნულ მუზეუმში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილება არის გაგრძელება იმ სამუზეუმო რეფორმის, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გულისხმობს კარგი მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას მუზეუმებში, აღნიშნავენ უწყებაში.
კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, მუზეუმების ეფექტიანი და მოქნილი მართვის მიზნით 2021 წლის გაზაფხულიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ხუთი მუზეუმი/მუზეუმთა ჯგუფი ჩამოყალიბდა:
1.
შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი, ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი;
3.
გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი;
4.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, რომელიც ასევე მოიცავს 7 მუზეუმს და ორ კვლევით ცენტრს;
5.
სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი.