Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 15 მარტი

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.590.380 ადამიანი; ჩატარებულია 2.834.936 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.613 ადამიანი.
თბილისი, 15 მარტი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.716-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.637.691-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.590.380 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 1.551), გარდაიცვალა – 16.585 (ბოლო 24 საათში – 16). სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 1.324 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 19.857 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17.226, PCR–ტესტით – 2.631.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,64%, ბოლო 14 დღის – 13,98%, ბოლო 7 დღის – 10,7%.
სულ ჩატარებულია 2.834.936 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.613 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
წყარო: stopcov.ge
ყველა ახალი ამბავი
0