ზურაბიშვილი: ევროპაში ოფიციალურ ვიზიტებზე უარი მითხრეს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით შეზღუდვებს პრეზიდენტმა გაუგებარი უწოდა, მით უმეტეს მაშინ, „როცა დრო არ ითმენს“.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლების უარის გამო მას ევროპაში არაფორმალური შეხვედრების გამართვა მოუწია.
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებოდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

„2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ასეთი მიდგომა „ჩვენს ქვეყანას ზიანს აყენებს“.
„არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი, ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საერთაშორისო ვიზიტებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვებს პრეზიდენტმა გაუგებარი უწოდა, მით უმეტეს მაშინ, „როცა დრო არ ითმენს“.
ყველა ახალი ამბავი
0