https://sputnik-georgia.com/20220314/yazaxetma-da-ukrainam-qveynebidan-nardi-valutis-gatana-sezrudes-265214176.html
ყაზახეთმა და უკრაინამ ქვეყნიდან ნაღდი ვალუტის გატანა შეზღუდეს
ყაზახეთმა და უკრაინამ ქვეყნიდან ნაღდი ვალუტის გატანა შეზღუდეს
Sputnik საქართველო
უკრაინის ნაციონალურმა ბანკმა აკრძალა ქვეყნიდან 10 ათას ევროზე მეტი თანხის გატანა
2022-03-14T20:50+0400
2022-03-14T20:50+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
ყაზახეთი
უკრაინა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248970990_0:184:1920:1264_1920x0_80_0_0_51e2b6f56a77e5059c9e1c1b7e22815c.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის ზომების შესახებ“, რომლითაც აკრძალა ქვეყნიდან 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანა.გარდა ამისა, აიკრძალა აფინირებული ოქროს ზოდების და ოქროსა და ვერცხლის საინვესტიციო მონეტების საზღვარგარეთ გატანა.ყაზახეთის ნაციონალური ბანკის პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ შეზღუდვები დაწესებულია „ფინანსური სტაბილურობის რისკების თავიდან ასაცილებლად და სპეკულაციური მოთხოვნის ზეწოლის შესამცირებლად“.თავის მხრივ, უკრაინის ნაციონალურმა ბანკმაც გააუქმა ქვეყნიდან 10 ათას ევროზე მეტი თანხის ვალუტის თავისუფალი გატანის ნებართვა.„ნაციონალურმა ბანკმა დააბრუნა მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების მიერ უკრაინის ფარგლებს გარეთ 10 ათას ევროზე (ეკვივალენტი) მეტი სავალუტო ფასეულობების გადაადგილების დროს დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას“, – აღნიშნულია უკრაინის მარეგულირებლის ვებ-გვერდზე.როგორც განცხადებაშია მითითებული, ასეთი თანხით საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ თანხის კერძო ანგარიშიდან მოხსნის ან საბანკო მეტალების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები.უკრაინის ნაციონალური ბანკის ნებართვა ქვეყნიდან სავალუტო ფასეულობების თავისუფალი გატანის შესახებ 4 მარტიდან მოქმედებდა.
ყაზახეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/0e/248970990_0:4:1920:1444_1920x0_80_0_0_2d8959a4f670618163eed3e9f939b904.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ყაზახეთი უკრაინა ქვეყანა ნაღდი ვალუტა გატანა შეზღუდვა
ყაზახეთი უკრაინა ქვეყანა ნაღდი ვალუტა გატანა შეზღუდვა
ყაზახეთმა და უკრაინამ ქვეყნიდან ნაღდი ვალუტის გატანა შეზღუდეს
20:50 14.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) უკრაინის ნაციონალურმა ბანკმა აკრძალა ქვეყნიდან 10 ათას ევროზე მეტი თანხის გატანა.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას „ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის ზომების შესახებ“, რომლითაც აკრძალა ქვეყნიდან 10 ათას აშშ დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანა.
„ყაზახეთის რესპუბლიკის ნაციონალური ინტერესების დაცვისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით აიკრძალოს ყაზახეთის რესპუბლიკიდან ნაღდი უცხოური ვალუტისა და უცხოურ ვალუტაში ფულადი ინსტრუმენტების გატანა იმ ოდენობით, რომელიც აღემატება 10 ათას აშშ დოლარის ეკვივალენტს“, – ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, აიკრძალა აფინირებული ოქროს ზოდების და ოქროსა და ვერცხლის საინვესტიციო მონეტების საზღვარგარეთ გატანა.
ყაზახეთის ნაციონალური ბანკის პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ შეზღუდვები დაწესებულია „ფინანსური სტაბილურობის რისკების თავიდან ასაცილებლად და სპეკულაციური მოთხოვნის ზეწოლის შესამცირებლად“.
თავის მხრივ, უკრაინის ნაციონალურმა ბანკმაც გააუქმა ქვეყნიდან 10 ათას ევროზე მეტი თანხის ვალუტის თავისუფალი გატანის ნებართვა.
„ნაციონალურმა ბანკმა დააბრუნა მოთხოვნა, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეების მიერ უკრაინის ფარგლებს გარეთ 10 ათას ევროზე (ეკვივალენტი) მეტი სავალუტო ფასეულობების გადაადგილების დროს დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას“, – აღნიშნულია უკრაინის მარეგულირებლის ვებ-გვერდზე.
როგორც განცხადებაშია მითითებული, ასეთი თანხით საზღვრის გადაკვეთისას მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ თანხის კერძო ანგარიშიდან მოხსნის ან საბანკო მეტალების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები.
უკრაინის ნაციონალური ბანკის ნებართვა ქვეყნიდან სავალუტო ფასეულობების თავისუფალი გატანის შესახებ 4 მარტიდან მოქმედებდა.