გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
შეზღუდვები უამინდობისა და დაბალი ტემპერატურის გამო იყო დაწესებული.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოხსნილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო აღნიშნული გზის 1-106 კმ მონაკვეთზე გუშინდლიდან აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღნიშნულ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0