უკრაინიდან საქართველოში ამ დროისათვის 1,6 ათასამდე მოქალაქე დაბრუნდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
საქართველოს დიპლომატიური მისიები უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით საქართველოში ორგანიზებულად, სახელმწიფოს დახმარებით ამ დროისათვის 1.600-მდე მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნება ეტაპობრივად გრძელდება.
უწყების ცნობით, 13 მარტს საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი 40-მდე საქართველოს მოქალაქე. დღეს რუმინეთიდან დამატებით საქართველოს 50 მოქალაქე გამოემგზავრება. მიმდინარე კვირაში ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება პოლონეთიდან, საიდანაც სახელმწიფოს დახმარებით საერთო ჯამში საქართველოს 150-მდე მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.

„ასევე გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ, ქალაქ ლვოვიდან ქალაქ ვარშავის მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისები შესრულდება 15 და 16 მარტს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ დროისათვის საერთო ჯამში ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით საქართველოს 500-მდე მოქალაქე გადაიყვანეს. ასევე საქართველოს გენერალურ საკონსულოს მოქალაქეები ორგანიზებულებულად გამოჰყავს ოდესიდან.
უწყების ინფორმაციით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ისინი საქართველოში მოემგზავრებიან.
ამჟამად საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. ასევე, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის გარდა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.
24 საათის განმავლობაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე უკრაინაში საქართველოს დიპლომატიურ დაწესებულებებში, საიდანაც მოქალაქეები იღებენ შესაბამის რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.
საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 17
+380 (63) 376 73 64
+380 (63) 511 73 25.
გენერალური საკონსულო ოდესაში:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17.
საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ ის პირებიც, რომლებსაც არ გააჩნიათ პასპორტი ან პასპორტს ვადა გაუვიდა. ამისათვის საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ უკრაინაში საკონსულოს, რათა ე.წ. დაბრუნების დოკუმენტი მიიღონ.
ყველა ახალი ამბავი
0