https://sputnik-georgia.com/20220314/turqetidan-importis-sedegad-wamlebze-fasebi-semcirda-camonatvali-265213821.html
თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შედეგად წამლებზე ფასები შემცირდა: ჩამონათვალი
თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შედეგად წამლებზე ფასები შემცირდა: ჩამონათვალი
Sputnik საქართველო
ფასები განახევრდა და უმეტეს შემთხვევაში შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
2022-03-14T20:43+0400
2022-03-14T20:43+0400
2022-03-14T23:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24348/32/243483242_0:109:2074:1276_1920x0_80_0_0_75e61ac95f1952880a79f410cc86aabc.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად თურქეთიდან ამ ეტაპზე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული, აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე სოციალურ ქსელში.უწყების ცნობით, ფასები განახევრდა და უმეტეს შემთხვევაში შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო პრეპარატები:გაიაფდა დიაბეტის, ჰორმონალური, ნევროლოგიური, ძვალ-სახსროვანი, ასევე სასუნთქი სისტემისთვის განკუთვნილი პრეპარატები.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უკვე შესულია განაცხადი 50-მდე მედიკამენტის რეგისტრაციაზე, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაჩქარებული რეჟიმით განიხილავს.მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.„წინა კვირაში ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კოლეგას შეხვდა და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხი და ასევე იმპორტის პროცესის დაჩქარება იყო. ამ კვირაში ასევე იგეგმება ჩემი ვიზიტიც, რომლის ფარგლებშიც მწარმოებელ კომპანიებს შევხვდები იმისთვის, რომ იმპორტის პროცესი გამარტივდეს და დაჩქარდეს. შესაბამისად, ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ თვეში ასორტიმენტიც, ხარისხიც და ფასიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე. თურქეთიდან საქართველოში 32 დასახელების მედიკამენტი უკვე შემოვიდა, შედეგად მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე შემცირდა.ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა მოქალაქეებისთვის დიდი შვება იქნება. მისი თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასები აბსოლუტურად მიუღებელია, სწორედ ამიტომაც მთავრობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა.თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24348/32/243483242_115:0:1959:1383_1920x0_80_0_0_7eeab07a4670030473ce74af0c6724bd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი მედიკამენტები იმპორტი წამლები ფასები შემცირება ჩამონათვალი
თურქეთი მედიკამენტები იმპორტი წამლები ფასები შემცირება ჩამონათვალი
თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის შედეგად წამლებზე ფასები შემცირდა: ჩამონათვალი
20:43 14.03.2022 (განახლებულია: 23:15 14.03.2022) ფასები განახევრდა და უმეტეს შემთხვევაში შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად თურქეთიდან ამ ეტაპზე 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული, აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე სოციალურ ქსელში.
უწყების ცნობით, ფასები განახევრდა და უმეტეს შემთხვევაში შემცირდა ისეთ მედიკამენტებზე, რომლებიც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.
გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო პრეპარატები:
„ატაკანდი“ - 79 ლარის ნაცვლად - 12 ლარი (კლება 84%).
„დიოვანი“ - 41 ლარის ნაცვლად - 9 ლარი.
„კრესტორი“ - 110 ლარის ნაცვლად 9-15 ლარი ღირს (ფასის კლება 91%).
გაიაფდა დიაბეტის, ჰორმონალური, ნევროლოგიური, ძვალ-სახსროვანი, ასევე სასუნთქი სისტემისთვის განკუთვნილი პრეპარატები.
„ინსულინი ლანტუსი“ - 238 ლარის ნაცვლად 43 ლარი.
„არიმიდექსი“ - 78 ლარის ნაცვლად 29 ლარი.
„ბეტასერკი“ - 26 ლარის ნაცვლად 8 ლარი ღირს.
„აკლასტა“ - 867 ლარის ნაცვლად 223 ლარი.
„სიმბიკორტი“ - 84 ლარის ნაცვლად 15 ლარი.
„ეს ქართულ ბაზარზე უკვე შემოსული თურქული მედიკამენტების არასრული ჩამონათვალია“, – განუცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში ტელეკომპანია „პირველ არხს“.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა აღნიშნა, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში უკვე შესულია განაცხადი 50-მდე მედიკამენტის რეგისტრაციაზე, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაჩქარებული რეჟიმით განიხილავს.
მინისტრის მოადგილის თქმით, დაახლოებით ერთ თვეში ხელმისაწვდომი მედიკამენტების რაოდენობა 200-მდე გაიზრდება.
„წინა კვირაში ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ კოლეგას შეხვდა და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხი და ასევე იმპორტის პროცესის დაჩქარება იყო. ამ კვირაში ასევე იგეგმება ჩემი ვიზიტიც, რომლის ფარგლებშიც მწარმოებელ კომპანიებს შევხვდები იმისთვის, რომ იმპორტის პროცესი გამარტივდეს და დაჩქარდეს. შესაბამისად, ველოდებით, რომ დაახლოებით ერთ თვეში ასორტიმენტიც, ხარისხიც და ფასიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი თურქეთისთვის იანვრის შუა რიცხვებში, მთავრობის შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერის შემდეგ გაიხსნა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ბაზარზე კონკურენციის გაზრდა დადებითად აისახება ფასებზე. თურქეთიდან საქართველოში 32 დასახელების მედიკამენტი უკვე შემოვიდა, შედეგად მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე შემცირდა.
ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან იაფი მედიკამენტების შემოტანა მოქალაქეებისთვის დიდი შვება იქნება. მისი თქმით, მედიკამენტებზე მაღალი ფასები აბსოლუტურად მიუღებელია, სწორედ ამიტომაც მთავრობას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა და სიტუაციიდან გამოსავალი იპოვა.
თურქეთისთვის ბაზრის გახსნის პარალელურად საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ქვეყანაში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია უნდა გააუმჯობესოს.