გუდიაშვილის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თბილისში ხანძრის შედეგად გუდიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა.
შემთხვევა ჯორჯაძის ქუჩაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში 82 წლის მამაკაცი მარტო იმყოფებოდა, რომლის უვნებლად გამოყვანა მეზობლებმა შეძლეს.
ვარაუდობენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად შეძლეს.
წყარო: Rustavi 2
ყველა ახალი ამბავი
0