არის თუ არა სხვაობა ძვირ და იაფ სარეცხის ფხვნილებს შორის: ქიმიკოსების განმარტება

© Pixabay / stevepbსარეცხი მანქანა
სარეცხი მანქანა - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რა ფასიანი ფხვნილითაც უნდა გარეცხოთ, ტანსაცმელი თუ სხვა სარეცხი ნებისმიერ შემთხვევაში გასუფთავდება, ეს სიძვირეზე სულაც არ არის დამოკიდებული, აცხადებენ ქიმიკოსები.
მათი თქმით, სარეცხ საშუალებებში მთავარია შემადგენლობა, რომელიც იაფ ფხვნილებში პრაქტიკულად ისეთივეა, როგორიც ძვირადღირებულებში.

„ფხვნილები ერთმანეთისგან განსხვავდება არომატით — ძვირადღირებულ საშუალებას შესაძლოა უფრო დახვეწილი და ხარისხიანი სურნელი ჰქონდეს, და ასევე ლამაზი, სხვადასხვა ფერის გრანულებით — რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობს თეთრეულისთვის ჭუჭყის მოცილებაში“, — განმარტავენ ექსპერტები.

ამასთან, როგორც სპეციალისტები აზუსტებენ, სარეცხ ფხვნილსა და გელს შორის რაიმე განსაკუთრებული სხვაობა არ არსებობს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფხვნილმა შეიძლება ალერგია გამოიწვიოს.
უფრო მეტიც, ქიმიკოსები განმარტავენ, რომ ლაქების მოცილებაში ძვირფას ფხვნილს შინაურული, ხალხური მეთოდებიც არ უდებს ტოლს.
მაგალითად, თუ სამზარეულოს ტილოები დაგილაქავდათ, ქვემოთ შემოთავაზებული რეცეპტით შესანიშნავ შედეგს მიიღებთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
ზეთი — 2-3 სუფრის კოვზი;
სარეცხის ფხვნილი, თუნდაც ყველაზე იაფფასიანი — 1 ჭიქა;
მშრალი, ფხვიერი მათეთრებელი — 2 სავსე სუფრის კოვზი;
5-6 ლიტრი წყალი.
აადუღეთ წყალი და ცხელ-ცხელში ჩაყარეთ ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები, კარგად მოურიეთ და ჩაალბეთ შიგ დაბინძურებული მშრალი ტილოები. დატოვეთ ასე მინიმუმ სამი საათით. შემდეგ კი ამოიღეთ და გარეცხეთ. ყველა ლაქა უკვალოდ გაქრება.
ქიმიკოსების თქმით, ასეთი რეცეპტით მარტო თეთრი კი არა, ფერადი ქსოვილების გარეცხვაც შეგიძლიათ. საქმე ისაა, რომ მცენარეული ზეთი, გარდა იმისა, რომ ცხიმოვანი ლაქები ამოჰყავს, ქსოვილზე მათეთრებლის ზემოქმედებასაც არბილებს, რის გამოც ფერები არ ხუნდება.
ყველა ახალი ამბავი
0