ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების სრული ჩამონათვალი

© photo: Sputnik / Stringerსატვირთოები
სატვირთოები - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
ქვეყანაში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. უამინდობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი და ტარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება.
ინტენსიური თოვის, ქარბუქის, ლიპყინულის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესებულია შემდეგ საავტომობილო გზებზე:
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე კვლავ არსებობს ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მიწა-კლდის მასის ჩამონაშალის გამო საჩხერე–ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.
თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ მონაკვეთზე (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ლიპყინულის გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის ხაიში–უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მესტია–უშგულის მონაკვეთზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ზუგდიდი–ხაიშის მონაკვეთზე.
წყარო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0