https://sputnik-georgia.com/20220314/saqartvelom-da-somxetma-energetikis-sferosi-tanamsromloba-ganixiles-265215446.html
საქართველომ და სომხეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველომ და სომხეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
Sputnik საქართველო
1 სექტემბრიდან საქართველო ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაზე გადადის
2022-03-14T21:58+0400
2022-03-14T21:58+0400
2022-03-14T23:35+0400
საქართველო
ახალი ამბები
კავკასია
საქართველოს ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0e/265213421_0:0:1600:901_1920x0_80_0_0_77c2a514565ca5f8162ba68142d17cb1.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან რომეო მიქაუტაძესთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.შეხვედრაზე სანოსიანმა დადებითად შეაფასა სომხეთ–საქართველოს თანამშრომლობის დონე. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, ვინაიდან ამ სფეროში ორივე ქვეყანა დიდ პოტენციალს ფლობს, რომლის რეალიზებაც შესაძლებელია სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში.კერძოდ, გნელ სანოსიანმა ისაუბრა სომხეთი–საქართველოს 400 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც, მინისტრის ღრმა რწმენით, ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების ახალი სტიმული გახდება და ახალ იმპულსს შესძენს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობას.მიქაუტაძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აღნიშნულ სფეროში ქვეყნების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან საქართველო გადადის ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის მომდევნო ეტაპზე. მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთთან თანამშრომლობა ამ პლატფორმაზე ასევე წარმატებული იქნება.წყარო - Sputnik-სომხეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0e/265213421_161:0:1582:1066_1920x0_80_0_0_14bb960793b40698c0f197c6fbd3b2c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სომხეთი ენერგეტიკა სფერო თანამშრომლობა განხილვა შეხვედრა
საქართველო სომხეთი ენერგეტიკა სფერო თანამშრომლობა განხილვა შეხვედრა
საქართველომ და სომხეთმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
21:58 14.03.2022 (განახლებულია: 23:35 14.03.2022) 1 სექტემბრიდან საქართველო ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციაზე გადადის.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გნელ სანოსიანმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან რომეო მიქაუტაძესთან ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
შეხვედრაზე სანოსიანმა დადებითად შეაფასა სომხეთ–საქართველოს თანამშრომლობის დონე. მან ხაზი გაუსვა, რომ სომხეთისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის განვითარება, ვინაიდან ამ სფეროში ორივე ქვეყანა დიდ პოტენციალს ფლობს, რომლის რეალიზებაც შესაძლებელია სათანადო ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში.
კერძოდ, გნელ სანოსიანმა ისაუბრა სომხეთი–საქართველოს 400 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე, რომელიც, მინისტრის ღრმა რწმენით, ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების ახალი სტიმული გახდება და ახალ იმპულსს შესძენს რეგიონულ დონეზე თანამშრომლობას.
მიქაუტაძემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა აღნიშნულ სფეროში ქვეყნების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ 1 სექტემბრიდან საქართველო გადადის ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის მომდევნო ეტაპზე. მან იმედი გამოთქვა, რომ სომხეთთან თანამშრომლობა ამ პლატფორმაზე ასევე წარმატებული იქნება.