https://sputnik-georgia.com/20220314/saakasvilis-cixidan-klinikasi-malulad-gadayvana-penitenciuri-samsaxuris-gancxadeba-265216380.html
სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში მალულად გადაყვანა – პენიტენციური სამსახურის განცხადება
სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში მალულად გადაყვანა – პენიტენციური სამსახურის განცხადება
Sputnik საქართველო
სააკაშვილს გარკვეული გამოკვლევები ჩაუტარდა, ზოგიერთზე მან უარი განაცხადა - პენიტენციური სამსახური
2022-03-14T22:44+0400
2022-03-14T22:44+0400
2022-03-14T23:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005312_935:302:4038:2048_1920x0_80_0_0_c30979ccbabaf92b0e4b1d3c32f4d52e.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მის ადვოკატებს სამოქალაქო კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგების მოთხოვნა შეუძლიათ, აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევა პირადი ექიმის, იურისტებისა და ოჯახის წევრებისგან მალულად ჩაუტარეს.ექს-პრეზიდენტის თქმით, ეს კვირას მოხდა. იგი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ელექტრონეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული კვლევა ჩაუტარეს. სააკაშვილის თქმით, მან ამის შესახებ ეს იმიტომ დაწერა, რომ „იუსტიციის სამინისტრო გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს“.მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ, განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.უწყების ინფორმაციით, 13 მარტს სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.„სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა“, – ნათქვამია განცხადებაში.როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, ციხეში მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი მედიკამენტითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით.როგორც სააკაშვილმა განაცხადა, პროცედურამ მთლიანად დაადასტურა, რომ პენიტენციურ სისტემაში მას განუვითარდა ნეიროპათია, როცა ადამიანი ვეღარ გრძნობს კიდურებს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, და ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობას იწვევს. გარდა ამისა, გასტროსკოპიის შედეგად მას მრავლობითი ეროზია დაუდგინდა.როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ექიმებმა უთხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდობით ან სიკვდილით. როგორც მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული დაავადებების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მკურნალობა აბსოლუტურად შეუძლებელია.სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში მალულად გადაიყვანეს? >>სააკაშვილმა ორჯერ გამოაცხადა უვადო შიმშილობა. პირველი 50 დღე გაგრძელდა, მეორე – 20 დღე. პირველი შიმშილობის მიზეზი იყო ექს-პრეზიდენტის უთანხმოება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებთან. რაც შეეხება მეორე შიმშილობას, სააკაშვილმა მოითხოვა მისთვის „ადეკვატური სამედიცინო მომსახურების“ უზრუნველყოფა, როგორც ამას სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმი და ცენტრი „ემპათია“ ითხოვდნენ.წყარო - პენიტენციურ სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005312_0:361:2250:2048_1920x0_80_0_0_26f9bf82031be52d624f0d8c26273bda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სააკაშვილი ციხე კლინიკა გადაყვანა პენიტენციური სამსახური განცხადება
სააკაშვილი ციხე კლინიკა გადაყვანა პენიტენციური სამსახური განცხადება
სააკაშვილის ციხიდან კლინიკაში მალულად გადაყვანა – პენიტენციური სამსახურის განცხადება
22:44 14.03.2022 (განახლებულია: 23:39 14.03.2022) სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა, განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მის ადვოკატებს სამოქალაქო კლინიკაში ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგების მოთხოვნა შეუძლიათ, აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევა პირადი ექიმის, იურისტებისა და ოჯახის წევრებისგან მალულად ჩაუტარეს.
ექს-პრეზიდენტის თქმით, ეს კვირას მოხდა. იგი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ელექტრონეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული კვლევა ჩაუტარეს. სააკაშვილის თქმით, მან ამის შესახებ ეს იმიტომ დაწერა, რომ „იუსტიციის სამინისტრო გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს“.
„ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდება, რომ იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია გასაიდუმლოებული აქვს. განვმარტავთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულის თანხმობის გარეშე დაამუშაოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რადგან ის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილსა და მის უფლებადამცველებს ჩატარებული კვლევების ამსახველი დოკუმენტაცია სრულად გადაეცემათ, განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, 13 მარტს სამედიცინო პერსონალის მიერ რეკომენდებული გამოკვლევების ჩატარების მიზნით მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.
„სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს, მისივე თანხმობით, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია და ელექტრონეირომიოგრაფია ჩაუტარდა, ხოლო MRT კვლევაზე მან უარი თქვა“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პენიტენციურ სამსახურში აღნიშნეს, ციხეში მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია ყველა აუცილებელი მედიკამენტითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მომსახურებით.
როგორც სააკაშვილმა განაცხადა, პროცედურამ მთლიანად დაადასტურა, რომ პენიტენციურ სისტემაში მას განუვითარდა ნეიროპათია, როცა ადამიანი ვეღარ გრძნობს კიდურებს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, და ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობას იწვევს. გარდა ამისა, გასტროსკოპიის შედეგად მას მრავლობითი ეროზია დაუდგინდა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ექიმებმა უთხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდობით ან სიკვდილით. როგორც მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული დაავადებების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მკურნალობა აბსოლუტურად შეუძლებელია.
სააკაშვილმა ორჯერ გამოაცხადა უვადო შიმშილობა. პირველი 50 დღე გაგრძელდა, მეორე – 20 დღე. პირველი შიმშილობის მიზეზი იყო ექს-პრეზიდენტის უთანხმოება მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებთან. რაც შეეხება მეორე შიმშილობას, სააკაშვილმა მოითხოვა მისთვის „ადეკვატური სამედიცინო მომსახურების“ უზრუნველყოფა, როგორც ამას სახალხო დამცველის მიერ მოწვეული კონსილიუმი და ცენტრი „ემპათია“ ითხოვდნენ.