https://sputnik-georgia.com/20220314/saakashvili-cixidan-klinikashi-malulad-gadaiyvanes-265210673.html
სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში მალულად გადაიყვანეს?
სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში მალულად გადაიყვანეს?
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევა პირადი ექიმის, იურისტებისა და ოჯახის... 14.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-14T18:35+0400
2022-03-14T18:35+0400
2022-03-14T22:44+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_1298:0:4528:1817_1920x0_80_0_0_f612ce80fd01b5ed2746c038816bba94.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევა პირადი ექიმის, იურისტებისა და ოჯახის წევრებისგან მალულად ჩაუტარეს.ექს-პრეზიდენტის თქმით, ეს კვირას მოხდა. იგი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ელექტრონეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული კვლევა ჩაუტარეს.მისი თქმით, გასტროსკოპიამ ასევე გამოავლინა მრავალრიცხოვანი ეროზიები.„ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით“, – დაწერა სააკაშვილმა.როგორც მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული დაავადებების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მკურნალობა აბსოლუტურად შეუძლებელია.„ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს“, – დაწერა სააკაშვილმა.როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, სააკაშვილს კლინიკაში გამოკვლევები მართლა ჩაუტარდა, თუმცა მან გამოკვლევის შედეგები არ გაასაჯაროვა.პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის ეტაპირების თაობაზე საქმის კურსში არ იყვნენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“. სწორედ ამ ცენტრის ექიმები არიან იმ კონსილიუმის შემადგენლობაში, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005328_2105:0:4528:1817_1920x0_80_0_0_a12d2f42ff0f3d586ba3a16b1645f74a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას სამოქალაქო კლინიკაში გამოკვლევა პირადი ექიმის, იურისტებისა და ოჯახის წევრებისგან მალულად ჩაუტარეს.
ექს-პრეზიდენტის თქმით, ეს კვირას მოხდა. იგი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ელექტრონეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული კვლევა ჩაუტარეს.
„პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს, და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობას იწვევს“, – დაწერა სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.
მისი თქმით, გასტროსკოპიამ ასევე გამოავლინა მრავალრიცხოვანი ეროზიები.
„ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით“, – დაწერა სააკაშვილმა.
როგორც მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნული დაავადებების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მკურნალობა აბსოლუტურად შეუძლებელია.
„ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ იუსტიციის სამინისტრო გუშინდელ დიაგნოზს, როგორც ყოველთვის, გაასაიდუმლოებს“, – დაწერა სააკაშვილმა.
როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა, სააკაშვილს კლინიკაში გამოკვლევები მართლა ჩაუტარდა, თუმცა მან გამოკვლევის შედეგები არ გაასაჯაროვა.
პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის ეტაპირების თაობაზე საქმის კურსში არ იყვნენ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“. სწორედ ამ ცენტრის ექიმები არიან იმ კონსილიუმის შემადგენლობაში, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს.