https://sputnik-georgia.com/20220314/rusetsi-sesazloa-youtube-ze-wvdoma-dablokon-265214547.html
რუსეთმა შესაძლოა YouTube-ზე წვდომა დაბლოკოს
რუსეთმა შესაძლოა YouTube-ზე წვდომა დაბლოკოს
Sputnik საქართველო
პლატფორმაზე წვდომის შესაზღუდად „როსკომნადზორს“ ყველა იურიდიული საფუძველი აქვს, მიაჩნია დეპუტატს
2022-03-14T21:05+0400
2022-03-14T21:05+0400
2022-03-15T09:01+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259984614_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_b40f50a8713b03d57d772d1cbc740473.jpg
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. არ არის გამორიცხული, რომ YouTube-ი უახლოეს მომავალში დაიბლოკოს, თუ ვიდეოჰოსტინგი არ შეასრულებს „როსკომნადზორის“ კანონიერ მოთხოვნას, განაცხადა სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანტონ გორელკინმა.„როსკომნადზორმა“ ორშაბათს Google LLC-გან მოითხოვა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხსნას დაწესებული შეზღუდვები YouTube-არხზე - „საბჭოთა ტელევიზია. სახელმწიფო ტელერადიო ფონდი“, და აცნობოს ამის თაობაზე უწყებას, ასევე განმარტოს მითითებული არხების დაბლოკვის მიზეზები.მისი სიტყვებით, პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვისთვის „როსკომნადზორს“ ყველა იურიდიული საფუძველი გააჩნია.„დარღვევების სია შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი იყოს. ჩამოვთვლი მხოლოდ ძირითადს: არ არის წაშლილი უკანონო და დესტრუქციული მიმართულების 2501 მასალა, იგნორირებულია „როსკომნადზორის“ მოთხოვნა, წაიშალოს დონბასში სპეცოპერაციის შესახებ არასანდო ინფორმაციის შემცველი 2387 მასალა, პრაქტიკულად მუდმივად წარმოებს ცენზურა რუსი მომხმარებლებისა და რუსული მასმედიის მიმართ“, – განაცხადა დეპუტატმა.მისი თქმით, ჰოსტინგის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილება მხოლოდ თავად YouTube-ს შეუძლია.„როსკომნადზორმა“ 14 მარტს Facebook-ის შემდეგ რუსეთში Instagram-ი დაბლოკა. მანამდე გენერალურმა პროკურატურამ მიმართა სასამართლოს კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ რუსების მიმართ ძალადობის მოწოდებებზე მომხმარებლებისთვის შეზღუდვების მოხსნის გამო.წყარო - РИА Новости.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1c/259984614_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_e150a71ccc5eb1f820f83fd3ed32ff9f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი youtube წვდომა დაბლოკვა
რუსეთი youtube წვდომა დაბლოკვა
რუსეთმა შესაძლოა YouTube-ზე წვდომა დაბლოკოს
21:05 14.03.2022 (განახლებულია: 09:01 15.03.2022) პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვისთვის „როსკომნადზორს“ ყველა იურიდიული საფუძველი აქვს, მიაჩნია დეპუტატს.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. არ არის გამორიცხული, რომ YouTube-ი უახლოეს მომავალში დაიბლოკოს, თუ ვიდეოჰოსტინგი არ შეასრულებს „როსკომნადზორის“ კანონიერ მოთხოვნას, განაცხადა სახელმწიფო დუმის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანტონ გორელკინმა.
„როსკომნადზორმა“ ორშაბათს Google LLC-გან მოითხოვა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხსნას დაწესებული შეზღუდვები YouTube-არხზე - „საბჭოთა ტელევიზია. სახელმწიფო ტელერადიო ფონდი“, და აცნობოს ამის თაობაზე უწყებას, ასევე განმარტოს მითითებული არხების დაბლოკვის მიზეზები.
„სახელმწიფოს გადაწყვეტილება Instagram-ის დაბლოკვის საკითხში – მკაფიო სიგნალია: ახლო მომავალში იგივე შეიძლება მოუვიდეს YouTube-ს, თუ ვიდეოჰოსტინგი კვლავაც გამოყენებული იქნება როგორც იარაღი საინფორმაციო ომში. პლატფორმა ამას დაუფარავად აკეთებს და, ნათელია, მფლობელების მითითებით“, – დაწერა გორელკინმა თავის Telegram-არხზე, იუწყება РИА Новости.
მისი სიტყვებით, პლატფორმაზე წვდომის შეზღუდვისთვის „როსკომნადზორს“ ყველა იურიდიული საფუძველი გააჩნია.
„დარღვევების სია შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი იყოს. ჩამოვთვლი მხოლოდ ძირითადს: არ არის წაშლილი უკანონო და დესტრუქციული მიმართულების 2501 მასალა, იგნორირებულია „როსკომნადზორის“ მოთხოვნა, წაიშალოს დონბასში სპეცოპერაციის შესახებ არასანდო ინფორმაციის შემცველი 2387 მასალა, პრაქტიკულად მუდმივად წარმოებს ცენზურა რუსი მომხმარებლებისა და რუსული მასმედიის მიმართ“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, ჰოსტინგის წინააღმდეგ სანქციების თავიდან აცილება მხოლოდ თავად YouTube-ს შეუძლია.
„როსკომნადზორმა“ 14 მარტს Facebook-ის შემდეგ რუსეთში Instagram-ი დაბლოკა. მანამდე გენერალურმა პროკურატურამ მიმართა სასამართლოს კომპანია Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ რუსების მიმართ ძალადობის მოწოდებებზე მომხმარებლებისთვის შეზღუდვების მოხსნის გამო.