https://sputnik-georgia.com/20220314/ruseti-mxars-uwersgaeros-stabbinis-sxva-qveyanasi-gadatanis-ideas-265201624.html
რუსეთი მხარს დაუჭერს გაეროს სხვა ქვეყანაში გადატანის იდეას
რუსეთი მხარს დაუჭერს გაეროს სხვა ქვეყანაში გადატანის იდეას
Sputnik საქართველო
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსეთი მხარს დაუჭერს გაეროს შტაბ-ბინის გადატანის იდეას ნიუ-იორკიდან ნეიტრალურ ქვეყანაში, თუმცა ახლა მსოფლიო ორგანიზაციის ყველა... 14.03.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-03-14T13:25+0400
2022-03-14T13:25+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
გაერო
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22795/40/227954017_0:1649:2401:3000_1920x0_80_0_0_eed0aadc51ff9e7225d9d47fde0edcfa.jpg
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსეთი მხარს დაუჭერს გაეროს შტაბ-ბინის გადატანის იდეას ნიუ-იორკიდან ნეიტრალურ ქვეყანაში, თუმცა ახლა მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნისგან ამაზე თანხმობის მიღება არარეალურია, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პიოტრ ილიჩოვმა.მისი თქმით, გაეროს შტაბ-ბინის სხვა ქვეყანაში გადატანაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი დიდი ფინანსური დანახარჯებიცაა.როგორც დიპლომატმა აღნიშნა, 1947 წლის 26 ივნისის შეთანხმების თანახმად, რომელიც გაეროსა და აშშ-ის მთავრობას შორის გაფორმდა და რომელიც ორგანიზაციის ცენტრალური ოფისების მდებარეობას განსაზღვრავს, მისი „ადგილსამყოფელის გადატანა [ნიუ-იორკის] ცენტრალური დაწესებულებიდან შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით“.გარდა ამისა, ორგანიზაციის სხვაგან გადატანის ინიციატივის წინააღმდეგ თამაშობს ის ფაქტორიც, რომ 2014 წელს ორგანიზაციის შენობაში, კერძოდ, სამდივნოსა და გენასამბლეის ოფისებში კაპიტალური რემონტი ჩატარდა, რომლებიც ახლა „სრულად შეესაბამება ყველა თანამედროვე სტანდარტს“.მანამდე, გასულ კვირაში გაეროდან გააძევეს ის რუსი დიპლომატები, რომლებიც რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდნენ. შეერთებულმა შტატებმა ისინი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. გაეროში აშშ-ის ელჩმა ოლივია დალტონმა გაძევებულ დიპლომატებს „რუსეთის ოპერატიული დაზვერვის ოფიცრები“ უწოდა.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22795/40/227954017_0:1415:2114:3000_1920x0_80_0_0_196f90e39a9844930d7fb789c056fc8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, გაერო, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, გაერო, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსეთი მხარს დაუჭერს გაეროს შტაბ-ბინის გადატანის იდეას ნიუ-იორკიდან ნეიტრალურ ქვეყანაში, თუმცა ახლა მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყნისგან ამაზე თანხმობის მიღება არარეალურია,
განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პიოტრ ილიჩოვმა.
მისი თქმით, გაეროს შტაბ-ბინის სხვა ქვეყანაში გადატანაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი დიდი ფინანსური დანახარჯებიცაა.
„დადებითად ვართ განწყობილი გაეროს შტაბ-ბინის ნეიტრალურ სახელმწიფოში გადატანის იდეის მიმართ. ასეთი ნაბიჯი შესაძლებელს გახდის, მოიხსნას არასაჭირო დაძაბულობა თანამედროვეობის გლობალურ გამოწვევებზე კოლექტიური პასუხების ძიების რთულ პროცესში. გარდა ამისა, ჩვენი მუშაობა გაცილებით ნაკლებად პოლიტიზებული იქნებოდა, ვიდრე ახლაა“, — თქვა ილიჩოვმა.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, 1947 წლის 26 ივნისის შეთანხმების თანახმად, რომელიც გაეროსა და აშშ-ის მთავრობას შორის გაფორმდა და რომელიც ორგანიზაციის ცენტრალური ოფისების მდებარეობას განსაზღვრავს, მისი „ადგილსამყოფელის გადატანა [ნიუ-იორკის] ცენტრალური დაწესებულებიდან შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზაციის გადაწყვეტილებით“.
„ამისათვის აუცილებელია გაეროს ყველა წევრის, ან, უკიდურეს შემთხვევაში, წევრების უმეტესობის თანხობა, რის მობილიზებაც ამ დროისათვის არარეალურია, კერძოდ, მსგავსი ნაბიჯით გამოწვეული მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გამო“, — განმარტა რუსმა მაღალჩინოსანმა.
გარდა ამისა, ორგანიზაციის სხვაგან გადატანის ინიციატივის წინააღმდეგ თამაშობს ის ფაქტორიც, რომ 2014 წელს ორგანიზაციის შენობაში, კერძოდ, სამდივნოსა და გენასამბლეის ოფისებში კაპიტალური რემონტი ჩატარდა, რომლებიც ახლა „სრულად შეესაბამება ყველა თანამედროვე სტანდარტს“.
მანამდე, გასულ კვირაში გაეროდან გააძევეს ის რუსი დიპლომატები, რომლებიც რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში მუშაობდნენ. შეერთებულმა შტატებმა ისინი ჯაშუშობაში დაადანაშაულა. გაეროში აშშ-ის ელჩმა ოლივია დალტონმა გაძევებულ დიპლომატებს „რუსეთის ოპერატიული დაზვერვის ოფიცრები“ უწოდა.