რა ვითარებაა საქართველოში ელექტრომომარაგების კუთხით - ლევან დავითაშვილი

© photo: Sputnik / Stringerელექტროგადამცემი ხაზი
ელექტროგადამცემი ხაზი - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
იმპორტი იზრდება ზამთრის თვეებში, ხოლო გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ადგილობრივი ჭარბი ელექტროენერგიის გენერაცია ხდება, განაცხადა მინისტრმა
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა არ არის.
ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტების აზრით, 2030 წლისთვის ქვეყანას შესაძლოა სერიოზული ენერგოდეფიციტი შეექმნას, ვინაიდან იმ დროისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მილიარდ კილოვატ/საათს მიაღწევს.
„მზარდი ეკონომიკური განვითარების პირობებში, ეს იმპორტი, სამწუხაროდ, ასევე მზარდია. თუმცა, ამ მომენტისთვის ეს არ არის მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი, დაახლოებით 10-14 % -ია, რასაც საქართველო, ზოგადად, იმპორტის სახით იძენს. ელექტროენერგიის იმპორტის ორი ძირითადი წყაროა - რუსეთი და აზერბაიჯანი“, - აღნიშნა მინისტრმა.
დავითაშვილის თქმით, საქართველო დაახლოებით 1,2 გიგავატ/სთ ელექტროენერგიას იღებს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან - დაახლოებით 600 მეგავატ/სთ, ასევე არის გარკვეული იმპორტი სომხეთიდან.
ამავე დროს, დავითაშვილის თქმით, იმპორტი ძირითადად ზამთრის თვეებში იზრდება, ხოლო გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ჭარბი ელექტროენერგია გამომუშავდება. ამიტომ უახლოეს თვეებში ადგილობრივი გენერაცია უნდა გაიზარდოს.
ყველა ახალი ამბავი
0