Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველას გამარჯობა...“ – დიდხნიანი პაუზის შემდეგ ქეთა თოფურია „ტელეგრამზე“ გამოჩნდა – ფოტო

© courtesy of Keti Topuriaქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამიდან“ და „ფეისბუქიდან“ „ტელეგრამსა“ და „ვკონტაქტეში“ გადაინაცვლა.
რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა ქეთა თოფურიამ რუსეთში „ინსტაგრამის“ დაბლოკვამდე „ტელეგრამისა“ და „ვკონტაქტეს“ ბმულები გამოაქვეყნა და ხელმომწერები იქ მიიპატიჟა.
ცოტა ხნის წინ თოფურიამ „ტელეგრამის“ არხზე ხელმომწერებს პირველი ფოტოები გაუზიარა. პირველ ფოტოზე ქეთა ორქიდეებთან ერთად პოზირებს და ყველას ესალმება. მის მეორე ფოტოზე ოლივია გეიხმანია, სადაც ქეთა ხელმომწერებს სთხოვს შვილის ტუჩებზე გაამახვილონ ყურადღება.
ქეთას მსგავსად, „ინსტაგრამს“ მისი უახლოესი მეგობარი მირანდა, იგივე მიმი შელიაც დაემშვიდობა. გოგონა ამჟამად სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს მილიარდერ ქმართან ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0