სისხლიანი გარჩევა თბილისში: დაჭრილებიდან სამი ერთი ოჯახის წევრია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 14.03.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ერთი პირი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.
თბილისი, 14 მარტი – Sputnik. დიდუბეში მომხდარი ჩხუბის შედეგად ოთხი პირი დაიჭრა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
შემთხვევა გოგოლაურის ქუჩაზე გუშინ, გვიან საღამოს მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, კონფლიქტი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო. დაჭრილებიდან სამი პირი ერთი ოჯახის წევრია.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე ერთი პირი უკვე დაკავებულია. რაც შეეხება დაჭრილებს, ისინი სამედიცინო კლინიკაში არიან მოთავსებული. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: Rustavi 2
ყველა ახალი ამბავი
0