სომხეთის ახალი პრეზიდენტი უფლება-მოვალეობის შესრულებას შეუდგა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanვაჰაგნ ხაჩატრიანი
ვაჰაგნ ხაჩატრიანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.03.2022
გამოწერა
სომხეთის პრეზიდენტს ირჩევენ არა საყოველთაო კენჭისყრით, არამედ ქვეყნის პარლამენტის მიერ
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. სომხეთის ახალმა პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატრიანმა ინაუგურაციის ცერემონიაზე ფიცი დადო.
მან ფიცი დადო კონსტიტუციის პირველ ეგზემპლარზე და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახარებაზე, რომელიც გადაწერილია VII საუკუნეში და ინახება მატენადარანის ეროვნულ მუზეუმში, იტყობინება Sputnik-სომხეთი.
ხაჩატრიანმა წაიკითხა ფიცის ტექსტი: „ვფიცავ, რომ ერთგული დავრჩები სომხეთის კონსტიტუციის, ვიქნები მიუკერძოებელი, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებით და ძალისხმევას არ დავიშურებ ეროვნული ერთიანობის გასაძლიერებლად“.
ახალი კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა 2018 წლის აპრილში, პრეზიდენტის თანამდებობამ ყოველგვარი აღმასრულებელი ძალაუფლების უფლებამოსილება დაკარგა.
შესაბამისად, პრეზიდენტი ირჩევა არა საყოველთაო კენჭისყრით, არამედ პარლამენტის მიერ.
ახალი პრეზიდენტი ოდესღაც ტერ-პეტროსიანის ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო. 1992-1996 წლებში ერევნის მერის პოსტს იკავებდა. 1996-1999 წლებში იყო სომხეთის ეროვნული კრების წევრი. 1998 წლის თებერვალში პირველი პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ დარჩა თავის გუნდში, იყო სომხური ეროვნული კონგრესის ეკონომიკური პროგრამების თანაავტორი ტერ-პეტროსიანის ხელმძღვანელობით.
2019 წელს გახდა „არმეკონომბანკის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.
2021 წლის აგვისტოში ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრად დაინიშნა.
წყარო - Sputnik-სომხეთი.
ყველა ახალი ამბავი
0