https://sputnik-georgia.com/20220313/ruseti-valebs-rublebsi-gadaixdis-265188397.html
რუსეთი ვალებს რუბლებში გადაიხდის
რუსეთი ვალებს რუბლებში გადაიხდის
Sputnik საქართველო
რუსეთის ფინანსური სისტემა განიცდის დასავლური სანქციების ახალ „შემოტევას“, როდესაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაყინულია
2022-03-13T18:56+0400
2022-03-13T18:56+0400
2022-03-13T18:59+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265187092_0:0:2959:1665_1920x0_80_0_0_9ea73ff8606e93b49aeca6eb15131c7d.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. რუსეთი უარს არ ამბობს სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ დაფარავს მათ რუბლებში მანამ, სანამ ოქროსა და სავალუტო რეზერვები არ იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაყინეს, განაცხადა სილუანოვმა.ფინანსთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ გაყინული რეზერვები რუსეთის ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება და საბიუჯეტო სისტემისთვის სერიოზული შედეგების თავიდან აცილება მოხერხდება.ანტონ სილუანოვმა განმარტა, რომ ოქროსა და სავალუტო რეზერვების გარდა გაიყინა „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“, რის გამოც სასესხო ვალდებულებების შესრულების კუთხით სირთულეები შეიქმნა.მინისტრმა დასძინა, რომ რუსული რეზერვების ნაწილი ნომინირებულია ჩინურ იუანებში. ამასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნები ჩინეთზე ზეწოლას ახდენენ, რათა გავლენა მოახდინონ ორმხრივ ვაჭრობაზე.„რა თქმა უნდა, არის ზეწოლა, რომ შეიზღუდოს წვდომა იმ რეზერვებზე, რომლებიც გვაქვს იუანებში", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.მისი აზრით, ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს თანამშრომლობის იმ დონის შენარჩუნებას, რაც უკვე მიღწეულია და კიდევ გაზრდის მას დასავლური ბაზრების დახურვის ფონზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265187092_141:0:2872:2048_1920x0_80_0_0_cab85678d09e3bb4ea5729c5949af057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი ვალები რუბლები გადახდა გასტუმრება
რუსეთი ვალები რუბლები გადახდა გასტუმრება
რუსეთი ვალებს რუბლებში გადაიხდის
18:56 13.03.2022 (განახლებულია: 18:59 13.03.2022) რუსეთის ფინანსური სისტემა განიცდის დასავლური სანქციების ახალ „შემოტევას“, როდესაც საერთაშორისო სავალუტო რეზერვები გაყინულია
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. რუსეთი უარს არ ამბობს სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ დაფარავს მათ რუბლებში მანამ, სანამ ოქროსა და სავალუტო რეზერვები არ იქნება ხელმისაწვდომი, განაცხადა რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა.
დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვების დაახლოებით ნახევარი გაყინეს, განაცხადა სილუანოვმა.
„ჩვენი რეზერვების საერთო რაოდენობა დაახლოებით 640 მილიარდი დოლარია, დაახლოებით 300 მილიარდი ახლა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ჩვენ მისი გამოყენება არ შეგვიძლია“, - განაცხადა მინისტრმა.
ფინანსთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ გაყინული რეზერვები რუსეთის ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება და საბიუჯეტო სისტემისთვის სერიოზული შედეგების თავიდან აცილება მოხერხდება.
ანტონ სილუანოვმა განმარტა, რომ ოქროსა და სავალუტო რეზერვების გარდა გაიყინა „ეროვნული კეთილდღეობის ფონდი“, რის გამოც სასესხო ვალდებულებების შესრულების კუთხით სირთულეები შეიქმნა.
მინისტრმა დასძინა, რომ რუსული რეზერვების ნაწილი ნომინირებულია ჩინურ იუანებში. ამასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყნები ჩინეთზე ზეწოლას ახდენენ, რათა გავლენა მოახდინონ ორმხრივ ვაჭრობაზე.
„რა თქმა უნდა, არის ზეწოლა, რომ შეიზღუდოს წვდომა იმ რეზერვებზე, რომლებიც გვაქვს იუანებში", - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.
მისი აზრით, ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს თანამშრომლობის იმ დონის შენარჩუნებას, რაც უკვე მიღწეულია და კიდევ გაზრდის მას დასავლური ბაზრების დახურვის ფონზე.