https://sputnik-georgia.com/20220313/ruset-ukrainis-molaparakebebsi-progresi-seinisneba-rusetis-dumis-komitetis-tavmjdomare-265190905.html
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება: რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარე
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება: რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარე
Sputnik საქართველო
ბელარუსში რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უკვე მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა
2022-03-13T22:22+0400
2022-03-13T22:22+0400
2023-07-20T15:54+0400
უკრაინა
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264854843_0:0:3449:1941_1920x0_80_0_0_06e2e6f8638316b43d1759f8000690f6.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. უკრაინასთან დიალოგის პროგრესი შეიძლება გადაიზარდოს მხარეთა საერთო პოზიციაში და დოკუმენტების ხელმოწერაში, განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ.ბელარუსში რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ურთიერთობების მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებების უკვე სამი რაუნდი გაიმართა. მეორე რაუნდის დროს მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივი უზრუნველყოფის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების საკითხებზე. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის უწყვეტად მიმდინარეობს ვიდეოფორმატში და შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები.ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შევადაროთ მოლაპარაკებების დასაწყისში და დღეს არსებული რუსული და უკრაინული მხარეების პოზიციები, შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი.მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. უსაფრთხოების მიზნით, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ ინახება ბოლო მომენტამდე.
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264854843_92:0:2821:2047_1920x0_80_0_0_4ee391e208122d1a9d11685ac2693330.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი უკრაინა მოლაპარაკებები პროგრესი დუმა სათათბირო კომიტეტი თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი
რუსეთი უკრაინა მოლაპარაკებები პროგრესი დუმა სათათბირო კომიტეტი თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება: რუსეთის დუმის კომიტეტის თავმჯდომარე
22:22 13.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) ბელარუსში რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის უკვე მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. უკრაინასთან დიალოგის პროგრესი შეიძლება გადაიზარდოს მხარეთა საერთო პოზიციაში და დოკუმენტების ხელმოწერაში, განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის წევრმა ლეონიდ სლუცკიმ.
ბელარუსში რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის ურთიერთობების მოგვარების საკითხზე მოლაპარაკებების უკვე სამი რაუნდი გაიმართა. მეორე რაუნდის დროს მხარეებმა მიაღწიეს ურთიერთგაგებას მოქალაქეების ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნების ერთობლივი უზრუნველყოფის, საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების საკითხებზე. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის უწყვეტად მიმდინარეობს ვიდეოფორმატში და შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები.
„ჩემი პირადი მოლოდინებით, ეს პროგრესი შეიძლება გადაიზარდოს უახლოეს დღეებში ორივე დელეგაციის ერთიან პოზიციაში, დოკუმენტების ხელმოწერაში“, - განაცხადა სლუცკიმ RT-ს ეთერში.
ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შევადაროთ მოლაპარაკებების დასაწყისში და დღეს არსებული რუსული და უკრაინული მხარეების პოზიციები, შეიმჩნევა მნიშვნელოვანი პროგრესი.
მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია. უსაფრთხოების მიზნით, ეს ინფორმაცია საიდუმლოდ ინახება ბოლო მომენტამდე.