https://sputnik-georgia.com/20220313/rodis-mva-parlamentsi-vaxtang-gomelauri-tariri-cnobilia-gaxda-265189842.html
როდის მივა პარლამენტში ვახტანგ გომელაური: თარიღი ცნობილი გახდა
როდის მივა პარლამენტში ვახტანგ გომელაური: თარიღი ცნობილი გახდა
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფარგლებში წარდგება
2022-03-13T20:41+0400
2022-03-13T20:41+0400
2022-03-13T20:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24846/56/248465688_0:39:1042:625_1920x0_80_0_0_cc2cacb828ea06d6167c1d9bf62e07d3.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფარგლებში, უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება - მთავარი თემებია, რომლებიც კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განიხილეს სხდომაზე „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორშაბათს, 14 მარტს პარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს, გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ხოლო ხუთშაბათს, 17 მარტს, პარლამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.„ხვალ პარლამენტში პრეზიდენტი მობრძანდება და წარდგება მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. შემდეგ დღეებში იქნება მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის სამშაბათს ასევე პოლიტიკური განცხადებები, ხოლო ხუთშაბათს, 17-ში ჩვენ მოვუსმენთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის საათის მოსმენის ფორმატში“, - განაცხადა მდინარაძემ.მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იმოქმედოს, რათა ქვეყანას ომში ჩართვა აარიდოს.როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, აქ საუბარია არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ ერაყში აშშ-ის საკონსულოსთან მომხდარ გუშინდელ მოვლენებზე, როდესაც პრობლემები გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24846/56/248465688_46:0:879:625_1920x0_80_0_0_6d5fb883cf411e3878eb8b724189b634.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პარლამენტი ვახტანგ გომელაური თარიღი საათი მინისტრი
პარლამენტი ვახტანგ გომელაური თარიღი საათი მინისტრი
როდის მივა პარლამენტში ვახტანგ გომელაური: თარიღი ცნობილი გახდა
20:41 13.03.2022 (განახლებულია: 20:42 13.03.2022) შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფარგლებში წარდგება
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიური მოხსენება, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა დეპუტატების წინაშე „მინისტრის საათის“ ფარგლებში, უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება - მთავარი თემებია, რომლებიც კვირას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა განიხილეს სხდომაზე „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორშაბათს, 14 მარტს პარლამენტში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს, გადაწყვეტილება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. ხოლო ხუთშაბათს, 17 მარტს, პარლამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენს.
„ხვალ პარლამენტში პრეზიდენტი მობრძანდება და წარდგება მოხსენებით საქართველოს პარლამენტის წინაშე. შემდეგ დღეებში იქნება მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის სამშაბათს ასევე პოლიტიკური განცხადებები, ხოლო ხუთშაბათს, 17-ში ჩვენ მოვუსმენთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს, მინისტრის საათის მოსმენის ფორმატში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საქართველომ მაქსიმალურად რაციონალურად უნდა იმოქმედოს, რათა ქვეყანას ომში ჩართვა აარიდოს.
როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, აქ საუბარია არამხოლოდ უკრაინაზე, არამედ ერაყში აშშ-ის საკონსულოსთან მომხდარ გუშინდელ მოვლენებზე, როდესაც პრობლემები გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
„საქართველო და ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ქვეყანას აარიდოს კატასტროფა“, - განაცხადა მდინარაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკისა და ლუგანსკის მოთხოვნის პასუხად, ეღიარებინა მათი სუვერენიტეტი, 21 თებერვალს ხელი მოაწერა შესაბამის ბრძანებულებებს, ხოლო 24 თებერვალს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დაიწყო „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის“ მიზნით.
ამის პასუხად დასავლეთის ქვეყნებმა ახალი მკაცრი სანქციები დაუწესეს რუსეთს. სანქციების სიაში მოხვდნენ ქვეყნის უმსხვილესი ბანკები, სახელმწიფო კომპანიები, უმაღლესი თანამდებობის პირები და ა.შ. ამასთან გერმანიამ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეაჩერა, მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ რუსეთის თვითმფრინავებს ცა ჩაუკეტა.