https://sputnik-georgia.com/20220313/ra-vitarebaa-qartul-cixeebsi-2022-wlis-tebervlis-monacemebi-265180521.html
რა ვითარებაა ქართულ ციხეებში: 2022 წლის თებერვლის მონაცემები
რა ვითარებაა ქართულ ციხეებში: 2022 წლის თებერვლის მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოში მსჯავრდებულთა უმრავლესობა სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის
2022-03-13T10:20+0400
2022-03-13T10:20+0400
2022-03-13T10:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_260:593:2847:2048_1920x0_80_0_0_ed180dcf88a8c5aa451765eaf77a7bde.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, 9.389 პატიმარი იმყოფება, საიდანაც 9.389 მამაკაცია, 306 – ქალი. ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს. ამასთან 2.573 ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.პატიმრების ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის პირია. საქართველოს ციხეებში 45 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 75 პირი იმყოფება.ყველაზე მეტი პატიმარი იმყოფება რუსთავის №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებაში.განაჩენს 2022 წლის 1 თებერვლისთვის ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 16 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 13 პირი.მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 161 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.უცხოელები საქართველოს ციხეებშისაქართველოს ციხეებში მოთავსებულია 46 ქვეყნის 563 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 59 უცხოელი ქალი იმყოფება.საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებიციხეებში მყოფების გარდა, 19,4 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 973 ქალი და 68 არასრულწლოვანი.ასევე პირობით სასჯელს იხდის 278 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელისა და მოლდოვის მოქალაქეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_504:262:2886:2048_1920x0_80_0_0_ffc4951c910d3d48c3227d00bcf49ea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვითარება ციხეები 2022 წელი თებერვალი მონაცემები
ვითარება ციხეები 2022 წელი თებერვალი მონაცემები
რა ვითარებაა ქართულ ციხეებში: 2022 წლის თებერვლის მონაცემები
10:20 13.03.2022 (განახლებულია: 10:21 13.03.2022) საქართველოში მსჯავრდებულთა უმრავლესობა სასჯელს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იხდის
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში, 2022 წლის თებერვლის მონაცემებით, 9.389 პატიმარი იმყოფება, საიდანაც 9.389 მამაკაცია, 306 – ქალი. ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
პატიმართა საერთო რაოდენობა მოსახლეობის 0,25%-ს შეადგენს. ამასთან 2.573 ადამიანი პატიმრობას მეორე და უფრო მეტი ვადით იხდის.
პატიმრების ძირითადი ნაწილი 31-დან 49 წლამდე ასაკის პირია. საქართველოს ციხეებში 45 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 75 პირი იმყოფება.
ყველაზე მეტი პატიმარი იმყოფება რუსთავის №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებაში.
განაჩენს 2022 წლის 1 თებერვლისთვის ელოდებოდა 2 ათასზე მეტი პატიმარი (უმრავლესობა 31-49 წლის პირები). გარდა ამისა, განაჩენს ელოდება 16 არასრულწლოვანი და 70 წელზე მეტი ასაკის 13 პირი.
მსჯავრდებულთა დიდი ნაწილი სასჯელს იხდის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის. ამასთან განსაკუთრებით მაღალი რისკის 161 პატიმარია. დანარჩენი მსჯავრდებულები სასჯელს დახურულ და ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან.
უცხოელები საქართველოს ციხეებში
საქართველოს ციხეებში მოთავსებულია 46 ქვეყნის 563 მოქალაქე, რაც მსჯავრდებულთა მთლიანი რაოდენობის 6%-ს შეადგენს. უცხოელ მსჯავრდებულთა ძირითადი ნაწილია მამაკაცები, თუმცა ქართულ საპატიმროებში 2 არასრულწლოვანი უცხოელი და 59 უცხოელი ქალი იმყოფება.
საქართველოში უცხოელთა მესამედი, რომლებიც არიან ბრალდებული ან სასჯელს იხდიან, არიან თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.
ასევე საქართველოს ციხეებში სასჯელს იხდიან აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფები
ციხეებში მყოფების გარდა, 19,4 ათასი მსჯავრდებული პირობით სასჯელს იხდის.
მათი ძირითადი ნაწილი მამაკაცებია. გარდა ამისა, პირობით სასჯელს იხდის 973 ქალი და 68 არასრულწლოვანი.
ასევე პირობით სასჯელს იხდის 278 უცხოელი, მათ შორის არიან რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელისა და მოლდოვის მოქალაქეები.