https://sputnik-georgia.com/20220313/produqtebis-sezenaze-panika-provocirebuli-iyo-vaxtang-waraia-265190717.html
პროდუქტების შეძენაზე პანიკა პროვოცირებული იყო - ვახტანგ ჭარაია
პროდუქტების შეძენაზე პანიკა პროვოცირებული იყო - ვახტანგ ჭარაია
Sputnik საქართველო
პანიკას აყოლილი მომხმარებლები პროდუქტებს უბნის მაღაზიებში ჩვეულებრივ ფასთან შედარებით 1,5-2-ჯერ უფრო ძვირად ყიდულობდნენ
2022-03-13T22:04+0400
2022-03-13T22:04+0400
2022-03-13T22:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/09/265101084_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_3348d86d14e0e259cc3b1ec12a92b267.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. აჟიოტაჟი პროდუქტების მასობრივ შესყიდვაზე პროვოცირებული იყო Facebook-აქტიურობებით და რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტით, განაცხადა ეკონომისტმა, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ.ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს მოსახლეობა ყიდულობდა შაქარს, მარილს, ზეთსა და ბურღულეულს იმის შიშით, რომ აღნიშნული პროდუქტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დეფიციტური გახდება.ექსპერტის თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის ზრდა შეინიშნება, იმის მიუხედავად, რომ ამ პროდუქტების დეფიციტი არ არის, უკავშირდება იმას, რომ ადამიანები ამ პროდუქტებში ცალკეულ უბნის მაღაზიებში ზოგ შემთხვევაში 1,5-2-ჯერ მეტს იხდიდნენ, ერთი დღის მერე კი მიხვდნენ, რომ „მოტყუებული დარჩნენ“, რადგან მაღაზიებში ამ პროდუქტების ფასი თითქმის ძველ ფასს დაუბრუნდა.ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები თავიდან იქნას აცილებული, საჭიროა საღი აზრი და მოწოდებები, რათა ადამიანებმა მსგავსი ქმედებები არ განახორციელონ.საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალური ოპოზიცია და ოპოზიციური მასმედია ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში უკვე დაადანაშაულა. პარტიის ლიდერების აზრით, სწორედ ოპოზიციური არხები და პარტიების აქტივისტები თესავენ პანიკას მოსახლეობაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/09/265101084_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c7c456fe19ba1e8e06ede8927c8c829d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პროდუქტები შეძენა პანიკა პროვოკაცია ვახტანგ ჭარაია
პროდუქტები შეძენა პანიკა პროვოკაცია ვახტანგ ჭარაია
პროდუქტების შეძენაზე პანიკა პროვოცირებული იყო - ვახტანგ ჭარაია
22:04 13.03.2022 (განახლებულია: 22:06 13.03.2022) პანიკას აყოლილი მომხმარებლები პროდუქტებს უბნის მაღაზიებში ჩვეულებრივ ფასთან შედარებით 1,5-2-ჯერ უფრო ძვირად ყიდულობდნენ
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. აჟიოტაჟი პროდუქტების მასობრივ შესყიდვაზე პროვოცირებული იყო Facebook-აქტიურობებით და რამდენიმე სატელევიზიო სიუჟეტით, განაცხადა ეკონომისტმა, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ.
ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს მოსახლეობა ყიდულობდა შაქარს, მარილს, ზეთსა და ბურღულეულს იმის შიშით, რომ აღნიშნული პროდუქტები უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო დეფიციტური გახდება.
„რამდენიმე არხზე ვნახე მსგავსი სიუჟეტები, სადაც მიდიოდნენ, არა თუ ცარიელ, არამედ მათ შორის, სავსე მაღაზიებში და პანიკას თესავდნენ, რომ აი, ჯერ კიდევ დევს, მაგრამ იმდენი მომხმარებელი მოდის, მალე აღარ იქნებაო. მსგავსი მოწოდებები და განცხადებები მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის და მნიშვნელობა არ აქვს, ამას ვინ აკეთებს ან რატომ“, – განაცხადა ჭარაიამ.
ექსპერტის თვალსაზრისით, ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასის ზრდა შეინიშნება, იმის მიუხედავად, რომ ამ პროდუქტების დეფიციტი არ არის, უკავშირდება იმას, რომ ადამიანები ამ პროდუქტებში ცალკეულ უბნის მაღაზიებში ზოგ შემთხვევაში 1,5-2-ჯერ მეტს იხდიდნენ, ერთი დღის მერე კი მიხვდნენ, რომ „მოტყუებული დარჩნენ“, რადგან მაღაზიებში ამ პროდუქტების ფასი თითქმის ძველ ფასს დაუბრუნდა.
ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები თავიდან იქნას აცილებული, საჭიროა საღი აზრი და მოწოდებები, რათა ადამიანებმა მსგავსი ქმედებები არ განახორციელონ.
„ვიღაც უფრო ემოციურია, ვიღაც კი უფრო ნაკლებად და როცა პრობლემა ჩნდება, ვიღაც ცდილობს თუნდაც იგივე სურსათის რეზერვები გაიკეთოს. ვინც ასეთ ნაბიჯს დგამს, პირველ რიგში, დაფიქრებაა საჭირო“, – განაცხადა ჭარაიამ.
საქართველოს მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ რადიკალური ოპოზიცია და ოპოზიციური მასმედია ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნაში უკვე დაადანაშაულა. პარტიის ლიდერების აზრით, სწორედ ოპოზიციური არხები და პარტიების აქტივისტები თესავენ პანიკას მოსახლეობაში.