https://sputnik-georgia.com/20220313/pekinsi-xiii-zamtris-paralimpiuri-tamasebi-daxurulad-gamocxadda-265187819.html
პეკინში XIII ზამთრის პარალიმპიური თამაშები დახურულად გამოცხადდა
პეკინში XIII ზამთრის პარალიმპიური თამაშები დახურულად გამოცხადდა
Sputnik საქართველო
შემდეგი პარალიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში 2026 წლის 6-15 მარტს ჩატარდება
2022-03-13T18:38+0400
2022-03-13T18:38+0400
2023-07-20T15:54+0400
სპორტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265187460_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_377ab203b509f6c90683a1c58f7e9335.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. პეკინში XIII ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია დასრულდა.2 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის“ გამო, საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს უფლება მისცა, ნეიტრალური სტატუსით მიეღოთ მონაწილეობა პეკინის პარალიმპიურ თამაშებში. თუმცა, მეორე დღეს IPC-ის მმართველმა ორგანომ შეცვალა გადაწყვეტილება და უარი უთხრა რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობაზე, რაც რამდენიმე გუნდის მხრიდან ბოიკოტის მუქარით ახსნა.ცერემონიის დროს გაიმართა სპორტსმენების აღლუმი, რის შემდეგაც პარალიმპიური დროშა გადაეცა იტალიის მილანსა და კორტინა დ'ამპეცოს, რომლებიც შეჯიბრებას 2026 წელს უმასპინძლებენ. შემდეგ საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა თამაშები დახურულად გამოაცხადა.თამაშები 4 მარტს დაიწყო. ჩინელმა პარალიმპიელმა სპორტსმენებმა 18 ოქროს, 20 ვერცხლის და 23 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მეორე ადგილი უკრაინის ნაკრებმა დაიკავა (11-10-8). მესამე ადგილი კანადელებმა დაიკავეს (8-6-11).პარალიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში 2026 წლის 6-15 მარტს გაიმართება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265187460_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_7dddffa9b131aa8bbe18b3bfc08defaf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პეკინი xiii ზამთარი პარალიმპიადა დახურვა
პეკინი xiii ზამთარი პარალიმპიადა დახურვა
პეკინში XIII ზამთრის პარალიმპიური თამაშები დახურულად გამოცხადდა
18:38 13.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) შემდეგი პარალიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში 2026 წლის 6-15 მარტს ჩატარდება
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. პეკინში XIII ზამთრის პარაოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია დასრულდა.
2 მარტს, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული „სპეცოპერაციის“ გამო, საერთაშორისო პარალიმპიურმა კომიტეტმა (IPC) რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებებს უფლება მისცა, ნეიტრალური სტატუსით მიეღოთ მონაწილეობა პეკინის პარალიმპიურ თამაშებში. თუმცა, მეორე დღეს IPC-ის მმართველმა ორგანომ შეცვალა გადაწყვეტილება და უარი უთხრა რუს და ბელარუს სპორტსმენებს თამაშებში მონაწილეობაზე, რაც რამდენიმე გუნდის მხრიდან ბოიკოტის მუქარით ახსნა.
ცერემონიის დროს გაიმართა სპორტსმენების აღლუმი, რის შემდეგაც პარალიმპიური დროშა გადაეცა იტალიის მილანსა და კორტინა დ'ამპეცოს, რომლებიც შეჯიბრებას 2026 წელს უმასპინძლებენ. შემდეგ საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის (IPC) პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა თამაშები დახურულად გამოაცხადა.
თამაშები 4 მარტს დაიწყო. ჩინელმა პარალიმპიელმა სპორტსმენებმა 18 ოქროს, 20 ვერცხლის და 23 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. მეორე ადგილი უკრაინის ნაკრებმა დაიკავა (11-10-8). მესამე ადგილი კანადელებმა დაიკავეს (8-6-11).
პარალიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ'ამპეცოში 2026 წლის 6-15 მარტს გაიმართება.