https://sputnik-georgia.com/20220313/evropis-cempionati-ragbisi-borjralosnebma-rumineti-daamarcxes-265180840.html
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს
Sputnik საქართველო
ქართული გუნდი კიდევ ერთხელ, მე-15-ჯერ გახდა ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი, რომელიც ტრადიციულად თამაშდება ამ ორ გუნდს შორის მატჩებზე.
2022-03-13T10:42+0400
2022-03-13T10:42+0400
2022-03-13T10:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265180240_0:392:1440:1202_1920x0_80_0_0_cbeae05e1d4b86679dd1dc9bef40b337.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში გასვლაზე რუმინეთს მოუგო.ბუქარესტში გამართული შეხვედრა ქართველების სასარგებლოდ ანგარიშით 23:26 დასრულდა. რუმინეთზე გამარჯვებით ქართული გუნდი კიდევ ერთხელ, მე-15-ჯერ გახდა ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი, რომელიც ტრადიციულად თამაშდება ამ ორ გუნდს შორის მატჩებზე.მატჩის პირველმა წუთებმა თანაბარი უპირატესობით ჩაიარა. მე-11 წუთზე ვასილ ლობჟანიძემ შესანიშნავი ლელო გაიტანა და ნაკრებს პირველი ქულები მოუტანა.გაშვებული ლელოს შემდეგ რუმინელები გამოცოცხლდნენ და მალევე (მე-19 და 22-ე წუთებზე) ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 6:7.სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც არბიტრმა ფრანგულ „მონპელიეში" მოთამაშე გელა აფრასიძე გააძევა. რუმინელებს გაუჩნდათ შანსი, თამაში თავიანთ სასარგებლოდ დაესრულებინათ. მაგრამ მასპინძლების შეცდომების, თედო აბჟანდაძისა და გუნდის კაპიტნის მერაბ შარიქაძის თავდადებული თამაშის წყალობით, მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა.საქართველოს ნაკრები აგრძელებს ევროპის ჩემპიონატის ლიდერობას, გარდა ამისა, ბორჯღალოსნებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნანატრი საგზური ვადაზე ადრე მოიპოვეს.2021 და 2022 წლების ევროპის ჩემპიონატები რაგბიში ასევე წარმოადგენენ შესარჩევ ტურნირებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთში. პირველ ორ პოზიციაზე მოხვედრილი გუნდები ავტომატურად მიიღებენ კვალიფიკაციას მსოფლიო ჩემპიონატზე. მესამე ადგილზე გასული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას რეპეშიჟიდან გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0d/265180240_0:300:1440:1380_1920x0_80_0_0_5d39b6d22f24dc0197a93a87ab5a7bfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროპა ჩემპიონატი რაგბი ბორჯღალოსნები რუმინეთი მოგება
ევროპა ჩემპიონატი რაგბი ბორჯღალოსნები რუმინეთი მოგება
ევროპის ჩემპიონატი რაგბიში: ბორჯღალოსნებმა რუმინეთი დაამარცხეს
10:42 13.03.2022 (განახლებულია: 10:43 13.03.2022) ქართული გუნდი კიდევ ერთხელ, მე-15-ჯერ გახდა ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი, რომელიც ტრადიციულად თამაშდება ამ ორ გუნდს შორის მატჩებზე.
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩში გასვლაზე რუმინეთს მოუგო.
ბუქარესტში გამართული შეხვედრა ქართველების სასარგებლოდ ანგარიშით 23:26 დასრულდა. რუმინეთზე გამარჯვებით ქართული გუნდი კიდევ ერთხელ, მე-15-ჯერ გახდა ანთიმოზ ივერიელის თასის მფლობელი, რომელიც ტრადიციულად თამაშდება ამ ორ გუნდს შორის მატჩებზე.
მატჩის პირველმა წუთებმა თანაბარი უპირატესობით ჩაიარა. მე-11 წუთზე ვასილ ლობჟანიძემ შესანიშნავი ლელო გაიტანა და ნაკრებს პირველი ქულები მოუტანა.
გაშვებული ლელოს შემდეგ რუმინელები გამოცოცხლდნენ და მალევე (მე-19 და 22-ე წუთებზე) ორი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - 6:7.
სიტუაცია მას შემდეგ გართულდა, რაც არბიტრმა ფრანგულ „მონპელიეში" მოთამაშე გელა აფრასიძე გააძევა. რუმინელებს გაუჩნდათ შანსი, თამაში თავიანთ სასარგებლოდ დაესრულებინათ. მაგრამ მასპინძლების შეცდომების, თედო აბჟანდაძისა და გუნდის კაპიტნის მერაბ შარიქაძის თავდადებული თამაშის წყალობით, მატჩი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა.
საქართველოს ნაკრები აგრძელებს ევროპის ჩემპიონატის ლიდერობას, გარდა ამისა, ბორჯღალოსნებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნანატრი საგზური ვადაზე ადრე მოიპოვეს.
2021 და 2022 წლების ევროპის ჩემპიონატები რაგბიში ასევე წარმოადგენენ შესარჩევ ტურნირებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საფრანგეთში. პირველ ორ პოზიციაზე მოხვედრილი გუნდები ავტომატურად მიიღებენ კვალიფიკაციას მსოფლიო ჩემპიონატზე. მესამე ადგილზე გასული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას რეპეშიჟიდან გააგრძელებს.