https://sputnik-georgia.com/20220313/evroparlamentari-evrokavsirsi-sputnik-is-dablokvis-martlzomierebit-dainteresda-265185723.html
ევროპარლამენტარი ევროკავშირში Sputnik-ის დაბლოკვის მართლზომიერებით დაინტერესდა
ევროპარლამენტარი ევროკავშირში Sputnik-ის დაბლოკვის მართლზომიერებით დაინტერესდა
Sputnik საქართველო
მედიების დაბლოკვის გადაწყვეტილება რუსეთში დასავლური მედიის საპასუხო დახურვის შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე მიიღეს, განაცხადა ლაპორტმა
2022-03-13T15:42+0400
2022-03-13T15:42+0400
2023-07-20T15:54+0400
ევროპარლამენტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24730/54/247305478_0:0:3339:1878_1920x0_80_0_0_c891e1043e99c48a1295a55855eb0927.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ფრანგმა ევროპარლამენტარმა ჰელენ ლაპორტმა ევროკომისიას RT-ისა და Sputnik-ის დახურვის სამართლებრივი საფუძვლების კითხვით მიმართა.ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Russia Today-ისა და Sputnik-ის მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მიღებულია ანტირუსული სანქციების მესამე პაკეტის ფარგლებში და იმ შემზღუდავი ზომების საფუძველზე, რომელიც ევროპულმა საბჭომ 2014 წლის 18 სექტემბერს უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო დააწესა. ამრიგად, ლაპორტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი თავისი გადაწყვეტილებით არ ეყრდნობა კონკრეტულ დარღვევებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო დაფიქსირებული ამ გამოცემებში.ამასთან დაკავშირებით, ლაპორტმა ევროკომისიას სამი კითხვით მიმართა:ლაპორტმა მოთხოვნა 2 მარტს გაგზავნა, მასზე პასუხი ჯერ არ გამოქვეყნებულა.გასულ კვირას ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ევროკავშირში რამდენიმე რუსული მედია-საშუალების მუშაობის დაბლოკვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია სანქციების პაკეტის ფარგლებში, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის „სპეცოპერაციის“ გამო დაწესდა.ფონ დერ ლეიენის თქმით, აკრძალვა შეეხება RT-ს, Sputnik-ს და მათ შვილობილ კომპანიებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე უკვე აღარ მუშაობენ ამ მედია-საშუალებების TikTok და Instagram-აკაუნტები. ხოლო Meta ევროკავშირის ტერიტორიაზე ზოგადად მათზე წვდომას შეზღუდავს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24730/54/247305478_198:0:2929:2048_1920x0_80_0_0_5cce6025a67daf0a2c15041d1826d9ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროპარლამენტარი ევროკავშირი sputnik დაბლოკვა მართლზომიერება დაინტერესება ჰელენ ლაპორტი
ევროპარლამენტარი ევროკავშირი sputnik დაბლოკვა მართლზომიერება დაინტერესება ჰელენ ლაპორტი
ევროპარლამენტარი ევროკავშირში Sputnik-ის დაბლოკვის მართლზომიერებით დაინტერესდა
15:42 13.03.2022 (განახლებულია: 15:54 20.07.2023) მედიების დაბლოკვის გადაწყვეტილება რუსეთში დასავლური მედიის საპასუხო დახურვის შესაძლებლობის გათვალისწინების გარეშე მიიღეს, განაცხადა ლაპორტმა
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ფრანგმა ევროპარლამენტარმა ჰელენ ლაპორტმა ევროკომისიას RT-ისა და Sputnik-ის დახურვის სამართლებრივი საფუძვლების კითხვით მიმართა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა Russia Today-ისა და Sputnik-ის მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ განაცხადა. გადაწყვეტილება მიღებულია ანტირუსული სანქციების მესამე პაკეტის ფარგლებში და იმ შემზღუდავი ზომების საფუძველზე, რომელიც ევროპულმა საბჭომ 2014 წლის 18 სექტემბერს უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო დააწესა. ამრიგად, ლაპორტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი თავისი გადაწყვეტილებით არ ეყრდნობა კონკრეტულ დარღვევებს, რომლებიც შესაძლოა ყოფილიყო დაფიქსირებული ამ გამოცემებში.
ამასთან დაკავშირებით, ლაპორტმა ევროკომისიას სამი კითხვით მიმართა:
1.
როგორია სანქციების სამართლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა კონკრეტული მედია-საშუალებების მაუწყებლობის შეჩერება ყველა წევრ ქვეყანაში (და მათ ინდივიდუალურ კომპეტენციაში შედის)?
2.
როგორ აპირებს კომისია მიაღწიოს მაუწყებლობის დახურვას ინტერნეტში და თანამგზავრულ მაუწყებლობაში მათი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით?
3.
შეაფასა თუ არა კომისიამ რუსეთის მხრიდან რეალური საპასუხო ზომების გატარების შესაძლებლობა, მაგალითად, France 24-ის და RFI-ის მაუწყებლობის აკრძალვის და ასევე კორესპონდენტების გაძევების სახით?
ლაპორტმა მოთხოვნა 2 მარტს გაგზავნა, მასზე პასუხი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
გასულ კვირას ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა ევროკავშირში რამდენიმე რუსული მედია-საშუალების მუშაობის დაბლოკვის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიღებულია სანქციების პაკეტის ფარგლებში, რომელიც უკრაინაში რუსეთის ფედერაციის „სპეცოპერაციის“ გამო დაწესდა.
ფონ დერ ლეიენის თქმით, აკრძალვა შეეხება RT-ს, Sputnik-ს და მათ შვილობილ კომპანიებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე უკვე აღარ მუშაობენ ამ მედია-საშუალებების TikTok და Instagram-აკაუნტები. ხოლო Meta ევროკავშირის ტერიტორიაზე ზოგადად მათზე წვდომას შეზღუდავს.