https://sputnik-georgia.com/20220313/ar-datovot-gaxsnili-piradi-kabineti-tbilissi-tarliti-daakaves-265183179.html
არ დატოვოთ გახსნილი პირადი კაბინეტი: თბილისში თაღლითი დააკავეს
არ დატოვოთ გახსნილი პირადი კაბინეტი: თბილისში თაღლითი დააკავეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2022-03-13T13:08+0400
2022-03-13T13:08+0400
2022-03-13T13:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23658/77/236587749_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_c97dca168e20da8c9f8e47900dad939a.jpg
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით თბილისში 35 წლის მამაკაცი დააკავეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფთ აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს.უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 ათას ლარზე მეტი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლით მიმდინარეობს.წყარო - შსს-ს პრეს-სამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23658/77/236587749_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_4e3df59e7791a876f52e7e51844d0d4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტერმინალი ბანკი კაბინეტი თბილისი თაღლითი დაკავება პინ-კოდი
ტერმინალი ბანკი კაბინეტი თბილისი თაღლითი დაკავება პინ-კოდი
არ დატოვოთ გახსნილი პირადი კაბინეტი: თბილისში თაღლითი დააკავეს
13:08 13.03.2022 (განახლებულია: 13:09 13.03.2022) დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 13 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ბრალდებით თბილისში 35 წლის მამაკაცი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში თბილისში, სხვადასხვა მისამართზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების სიახლოვეს მყოფთ აკვირდებოდა და იმახსოვრებდა მოქალაქეების მიერ გამოყენებული პლასტიკური ბარათის პინ-კოდებს.
„შემდეგ ბრალდებული გახსნილ მდგომარეობაში დარჩენილი ჩარიცხვის გვერდის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი ანგარიშებიდან თანხებს საკუთარ ონლაინ კაზინოს და ტოტალიზატორის ანგარიშებზე რიცხავდა, ფულს კი სპეციალური „ზერო“ ბარათის გამოყენებით ანაღდებდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებებით დაზარალებულ 14 მოქალაქეს 5 ათას ლარზე მეტი ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
გამოძიება ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 286-ე მუხლით მიმდინარეობს.