https://sputnik-georgia.com/20220312/vitareba-saqartvelos-gzebze-sezrudvebis-nawili-moxsnilia-265174753.html
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია
Sputnik საქართველო
მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
2022-03-12T17:34+0400
2022-03-12T17:34+0400
2022-03-12T17:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250650085_0:340:3036:2048_1920x0_80_0_0_6e47deb84895559055c8970ab2ccfbac.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს გზების გარკვეულ ნაწილზე შეზღუდვები მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.კერძოდ, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს.სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშროება ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება გუდაური–კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ასევე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/13/250650085_152:0:2883:2048_1920x0_80_0_0_153043e7e53e83234a08ef68beb6b463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვითარება საქართველო გზები შეზღუდვები ნაწილი
ვითარება საქართველო გზები შეზღუდვები ნაწილი
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია
17:34 12.03.2022 (განახლებულია: 17:35 12.03.2022) მთელი ქვეყნის მასშტაბით ძლიერი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს გზების გარკვეულ ნაწილზე შეზღუდვები მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე, რათა ავტოტრანსპორტის მიმოსვლა უმოკლეს ვადებში აღდგეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ზვავსაშიშროება ჯერჯერობით კვლავ ნარჩუნდება გუდაური–კობის მონაკვეთზე, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.