https://sputnik-georgia.com/20220312/vitareba-saqartvelos-gzebze-sezrudvebis-nawili-moixsna-265170526.html
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია
Sputnik საქართველო
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები გუშინ დაწესდა.
2022-03-12T11:46+0400
2022-03-12T11:46+0400
2022-03-12T11:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/46/234234639_0:8:1000:571_1920x0_80_0_0_19e739cebbb7c379e62678591cfdd66f.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს გზების გარკვეულ ნაწილზე შეზღუდვები მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზეც.ამავე მონაკვეთზე თოვის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალიაასევე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზეც.გარდა ამისა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საქართველოს გზებზე შეზღუდვები გუშინ ძლიერი თოვისა და ქარის გამო დაწესდა.წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23423/46/234234639_114:0:886:579_1920x0_80_0_0_2dcfdb07f1902b6f4d4998ed32ec61c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვითარება საქართველო გზები შეზღუდვები ნაწილი მოხსნა
ვითარება საქართველო გზები შეზღუდვები ნაწილი მოხსნა
ვითარება საქართველოს გზებზე: შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია
უამინდობის გამო საქართველოს გზებზე შეზღუდვები გუშინ დაწესდა.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საქართველოს გზების გარკვეულ ნაწილზე შეზღუდვები მოიხსნა, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზეც.
ამავე მონაკვეთზე თოვის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ასევე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზეც.
გარდა ამისა, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საქართველოს გზებზე შეზღუდვები გუშინ ძლიერი თოვისა და ქარის გამო დაწესდა.