უამინდობამ თბილისის შემოსასვლელ გზაზე პრობლემები შექმნა

© Sputnik / Alexander Imedashviliთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2022
გამოწერა
ბოლო ორი დღის განმავლობაში უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი გზის მე-15 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული იყო. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ძლიერი ქარის და ნამქერების გამო აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებული იყო მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალული იყო.
„ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თბილისის შემოსავლელი გზის მე-15 კილომეტრზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს დილიდან მოქმედებდა.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც თავისუფალია.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ყველა ახალი ამბავი
0