https://sputnik-georgia.com/20220312/tbilissi-ibragimbekovis-gardacvalebis-gamomwuxareba-gamotqves-265175354.html
თბილისში იბრაგიმბეკოვის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
თბილისში იბრაგიმბეკოვის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
Sputnik საქართველო
მოსკოვში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საკულტო ფილმის „უდაბნოს თეთრი მზე" სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი.
2022-03-12T18:20+0400
2022-03-12T18:20+0400
2022-03-12T18:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
კავკასია
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0c/265172356_0:29:1921:1109_1920x0_80_0_0_ceaf861661a854f2cf5e68a3d608055b.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გამოჩენილი მწერლისა და დრამატურგის, რუსტამ იბრაგიმბეკოვის გარდაცვალებას უზარმაზარი დანაკლისი უწოდეს გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში.მოსკოვში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მწერალი და დრამატურგი, საკულტო ფილმის „უდაბნოს თეთრი მზე“ სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი. ცნობილი სცენარისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას თავის სამშობლოში, აზერბაიჯანში დაკრძალავენ.„დავსტირით ჩვენს მეგობარს, ადამიანს, რომელსაც ყოველთვის გულწრფელად უყვარდა საქართველო. საქართველოც მას სიყვარულითვე პასუხობდა. ერთხელ მან თქვა: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ უფრო ძლიერად იმეგობრონ. ამას გპირდებით“, - წერს გრიბოედოვის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი ნინა შადური-ზარდალიშვილი.რუსტამ იბრაგიმბეკოვმა თავისი სიტყვა შეასრულა, აღნიშნავენ გრიბოედოვის თეატრში.„მთელი ცხოვრების განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი ძლიერი კულტურული რგოლი, რომელიც აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს - უფრო მყარად და საიმედოდ ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო ხელშეკრულება. ახლა კი ის წავიდა... ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ გვიყვარდეს და გვახსოვდეს. და ვიმეგობროთ - ისევე ძლიერად და საიმედოდ, მათ შორის, იბრაგიმბეკოვის ხსოვნის უკვდავსაყოფად", - აღნიშნავენ თეატრში.რუსტამ იბრაგიმბეკოვი ბაქოში დაიბადა. პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ვალენტინ ეჟოვთან თანაავტორობით დაწერა სცენარი ფილმისთვის „უდაბნოს თეთრი მზე“ (Белое солнце пустыни). ამ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ (აბდულა). დიდ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმი ძალიან პოპულარული გახდა.იბრაგიმბეკოვი არის 40-ზე მეტი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი. მისი თითქმის ყველა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაიღეს.რუსტამ იბრაგიმბეკოვი არის აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1998), აზერბაიჯანის (1976) და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1995), რუსეთის (1993, 1996, 1998, 2000), სსრკ (1981) და აზერბაიჯანის (1980) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0c/265172356_59:0:1766:1280_1920x0_80_0_0_7c49a99891a33e6b6fabcc28a26e1138.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი იბრაგიმბეკოვი გარდაცვალება მწუხარება
თბილისი იბრაგიმბეკოვი გარდაცვალება მწუხარება
თბილისში იბრაგიმბეკოვის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
მოსკოვში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საკულტო ფილმის „უდაბნოს თეთრი მზე" სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გამოჩენილი მწერლისა და დრამატურგის, რუსტამ იბრაგიმბეკოვის გარდაცვალებას უზარმაზარი დანაკლისი უწოდეს გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში.
მოსკოვში 84 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი მწერალი და დრამატურგი, საკულტო ფილმის „უდაბნოს თეთრი მზე“ სცენარის ავტორი რუსტამ იბრაგიმბეკოვი. ცნობილი სცენარისტი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას თავის სამშობლოში, აზერბაიჯანში დაკრძალავენ.
„დავსტირით ჩვენს მეგობარს, ადამიანს, რომელსაც ყოველთვის გულწრფელად უყვარდა საქართველო. საქართველოც მას სიყვარულითვე პასუხობდა. ერთხელ მან თქვა: „ყველაფერს გავაკეთებ, რომ აზერბაიჯანმა და საქართველომ უფრო ძლიერად იმეგობრონ. ამას გპირდებით“, - წერს გრიბოედოვის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი ნინა შადური-ზარდალიშვილი.
რუსტამ იბრაგიმბეკოვმა თავისი სიტყვა შეასრულა, აღნიშნავენ გრიბოედოვის თეატრში.
„მთელი ცხოვრების განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი ძლიერი კულტურული რგოლი, რომელიც აკავშირებდა ჩვენს ქვეყნებს - უფრო მყარად და საიმედოდ ვიდრე ნებისმიერი სახელმწიფო ხელშეკრულება. ახლა კი ის წავიდა... ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ გვიყვარდეს და გვახსოვდეს. და ვიმეგობროთ - ისევე ძლიერად და საიმედოდ, მათ შორის, იბრაგიმბეკოვის ხსოვნის უკვდავსაყოფად", - აღნიშნავენ თეატრში.
რუსტამ იბრაგიმბეკოვი ბაქოში დაიბადა. პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც ვალენტინ ეჟოვთან თანაავტორობით დაწერა სცენარი ფილმისთვის „უდაბნოს თეთრი მზე“ (Белое солнце пустыни). ამ ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა კახი კავსაძემ (აბდულა). დიდ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ფილმი ძალიან პოპულარული გახდა.
იბრაგიმბეკოვი არის 40-ზე მეტი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის სცენარის ავტორი. მისი თითქმის ყველა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაიღეს.
რუსტამ იბრაგიმბეკოვი არის აზერბაიჯანის სახალხო მწერალი (1998), აზერბაიჯანის (1976) და რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (1995), რუსეთის (1993, 1996, 1998, 2000), სსრკ (1981) და აზერბაიჯანის (1980) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, პროფესორი.