https://sputnik-georgia.com/20220312/tbilisis-gareubnebsi-gzebi-tovlisgan-iwmindeba-265173755.html
თბილისის გარეუბნებში გზები თოვლისგან იწმინდება
თბილისის გარეუბნებში გზები თოვლისგან იწმინდება
Sputnik საქართველო
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა როგორც თბილისის გარეუბნებში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით
2022-03-12T16:00+0400
2022-03-12T16:00+0400
2022-03-12T16:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264005171_22:0:2450:1366_1920x0_80_0_0_20fceb5138d0c896f2a45b2186c95859.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორთაჭალაში და ლილოში, ასევე, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორში, სოფელ თელოვანში 1.500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი და 40 ერთეული ახალი სპეცტექნიკა, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია.„აღნიშნული სამუშაოები საჭიროებისამებრ, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მერიის ცხელ ხაზებზე“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში.სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უამინდობა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.წყარო - „თბილსერვის ჯგუფი“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/1f/264005171_325:0:2146:1366_1920x0_80_0_0_84c2c9b714c222a85f9c7c5fdf6afeaa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის გარეუბნები გზები თოვლი წმენდა
თბილისის გარეუბნები გზები თოვლი წმენდა
თბილისის გარეუბნებში გზები თოვლისგან იწმინდება
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა როგორც თბილისის გარეუბნებში, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორთაჭალაში და ლილოში, ასევე, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისში, ბეთანიაში, ახალდაბაში, დიდგორში, სოფელ თელოვანში 1.500 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა.
გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 200-ზე მეტი თანამშრომელი და 40 ერთეული ახალი სპეცტექნიკა, რომელიც „თბილსერვის ჯგუფმა“ გასულ თვეებში შეისყიდა. გაწმენდით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია.
„აღნიშნული სამუშაოები საჭიროებისამებრ, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მერიის ცხელ ხაზებზე“, – აღნიშნულია „თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უამინდობა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.