https://sputnik-georgia.com/20220312/sazareli-avaria-avtobanze-gardacvlilebs-soris-bavsvia-265175742.html
საზარელი ავარია ავტობანზე: გარდაცვლილებს შორის ბავშვია
საზარელი ავარია ავტობანზე: გარდაცვლილებს შორის ბავშვია
Sputnik საქართველო
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ მოზარდს ქირურგიული ოპერაცია უტარდება
2022-03-12T18:47+0400
2022-03-12T18:47+0400
2022-03-12T18:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264166705_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_42ee5b6e887bce2ffc65d1cf3e63dd40.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია.დაშავებული კი 9 წლის მოზარდია, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის გორში, კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/04/264166705_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_fc607cb8f18950a9c73f40139a35de13.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავარია ავტობანი შავშვები დაღუპვა ბავშვი
ავარია ავტობანი შავშვები დაღუპვა ბავშვი
საზარელი ავარია ავტობანზე: გარდაცვლილებს შორის ბავშვია
18:47 12.03.2022 (განახლებულია: 18:48 12.03.2022) ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ მოზარდს ქირურგიული ოპერაცია უტარდება
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. გორი-იგოეთის მონაკვეთზე, სოფელ შავშვებთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობანზე მოძრავი მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. მათ შორის ერთი 8 წლის ბავშვია.
დაშავებული კი 9 წლის მოზარდია, რომელმაც ავარიის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის გორში, კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცავები და მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.