https://sputnik-georgia.com/20220312/saqartvelosi-zaladobis-msxverplata-dacva-gaumjobesdeba-265176378.html
საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა გაუმჯობესდება
საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა გაუმჯობესდება
Sputnik საქართველო
2021 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა დაახლოებით 8,4 ათასი ადამიანი, საიდანაც 6,9 ათასი ქალია.
2022-03-12T19:48+0400
2022-03-12T19:48+0400
2022-03-12T19:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/00/240480075_0:86:1835:1118_1920x0_80_0_0_607bc00a76f7b268a8585f2de7811fec.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს, რომელთა შედეგად ძალადობის მსხვერპლები უფრო მეტად იქნებიან დაცული.ცვლილებების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები დაზარალებულის სტატუსს მიიღებენ არა პროკურატურის გადაწყვეტილებით, არამედ ძალადობის ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირებისთანავე, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე ეკონომიკურ თუ მორალურ ძალადობას.გარდა ამისა, სექსუალური მოძალადეების კატეგორიაში მოხვდებიან არა მხოლოდ უახლოესი ნათესავები, არამედ სექსუალური პარტნიორებიც.კანონის ცვლილების მიზეზად ავტორები ასახელებენ დაცვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას ძალადობის მსხვერპლთათვის, რომელთათვის პროკურატურის მიერ მსხვერპლად აღიარებამდე არ იყო ხელმისაწვდომი სახელმწიფო მხარდაჭერა, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი.2021 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა დაახლოებით 8,4 ათასი ადამიანი, საიდანაც 6,9 ათასი ქალია.2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.წყარო - საქართველოს პარლამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24048/00/240480075_116:0:1720:1203_1920x0_80_0_0_a9c5f6af74c9f3467f5dafe854100d1b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ძალადობა მსხვერპლი დაცვა გაუმჯობესება
საქართველო ძალადობა მსხვერპლი დაცვა გაუმჯობესება
საქართველოში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა გაუმჯობესდება
2021 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა დაახლოებით 8,4 ათასი ადამიანი, საიდანაც 6,9 ათასი ქალია.
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებს, რომელთა შედეგად ძალადობის მსხვერპლები უფრო მეტად იქნებიან დაცული.
ცვლილებების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლები დაზარალებულის სტატუსს მიიღებენ არა პროკურატურის გადაწყვეტილებით, არამედ ძალადობის ფაქტის ოფიციალურად დაფიქსირებისთანავე, რაც გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე ეკონომიკურ თუ მორალურ ძალადობას.
გარდა ამისა, სექსუალური მოძალადეების კატეგორიაში მოხვდებიან არა მხოლოდ უახლოესი ნათესავები, არამედ სექსუალური პარტნიორებიც.
კანონის ცვლილების მიზეზად ავტორები ასახელებენ დაცვის ეფექტიანობის გაუმჯობესებას ძალადობის მსხვერპლთათვის, რომელთათვის პროკურატურის მიერ მსხვერპლად აღიარებამდე არ იყო ხელმისაწვდომი სახელმწიფო მხარდაჭერა, მათ შორის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი.
2021 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა დაახლოებით 8,4 ათასი ადამიანი, საიდანაც 6,9 ათასი ქალია.
2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა. გენდერული მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება. საქართველოს ხელისუფლებამ კანონის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტების ნიადაგზე მკვლელობების გახშირების შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.